ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით მოსწავლეებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარება
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებას თანამედროვე სწრაფად განვითარებად სამყაროში მნიშვნელოვანი როლი აკისრია
მოსწავლეებში 21 -ე საუკუნის უნარების განვითარებასა და ხელშეწყობაში , უპირატესობა
ენიჭება ინფორმაციის სწრაფ ათვისებას , დახარისხებას,
ინტერპრეტირებას , ციფრული ტექნოლოგიების როლს , კერძოდ მედიაწიგნიერების საბაზისო
ჩვევების განვითარებას , რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა
და სათანადო ადგილის დასამკვიდრებლად , რაც
კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის
მომავალში წარმატების მისაღწევად.
მასწავლებელს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი ცოდნის
შექმნის , საჭირო ინფორმაციის თავმოყრის ,
მოსწავლის ცხოვრებასა და სკოლის გარეთ
არსებულ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაში სკოლის საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად .
სსიპ . დავით
სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელს
თებერვალ-ივნისში კოლეგებთან თანამშრომლობით ჩავატარეთ ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროების
კვლევა , სადაც გამოიკვეთა მოსწავლეებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისათვის
საჭირო სტრატეგიების გამოყენების პრობლემა.
კვლევის
მიზანი:
·
მასწავლებლების საჭიროებების დადგენისა და მისი გადაჭრის გზების/აქტოვობების
შეთავაზება არსებული პრობლემის გადაწყვეტისთვის .
·
ხელი
შევუწყოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა
და მოსწავლეთა მედიაწიგნიერების საბაზისო უნარების ჩამოყალიბებაში.
კვლევაზე
მუშაობა: სსიპ. დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო
სკოლის მასწავლებლები : ანნა კვარაცხელია , ხათუნა ქუმელაშვილი , ნანა მერკვილაძე.
შედეგები
: საჭიროებების განსაზღვრის საფუძველზე მიღებული ეფექტური
ნაბიჯების გადადგმით , კოლეგებთან ურთიერთანამშრომლობით შემუშავებული სტრატეგიების
გამოყენებით მოსწავლეებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისთვის ხელშემწყობი გზების გამოვლენა
, დანერგვა , მოსწავლეებისთვის სწორი მიმართულების მიცემა . კვლევის ფარგლებში დაიგეგმა
მომავალი სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა , რომელიც გულისხმობს მედიაწიგნიერების უნარების
უფრო ფართო სპექტრით გამომუშავებასა და ხელშეწყობას , სკოლის მასწავლებელთა უფრო ფართო საზოგადოებისა და სხვადასხვა საფეხურის კლასების
უმეტესი რაოდენობის ჩართვას.
No comments:
Post a Comment