საკლუბო მუშაობა მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები,აიმაღლონ ცნობიერება მეწარმეობისა და გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო, მომავალში,პროფესიების არჩევისას,მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მიიღონ მონაწილეობა კლუბის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, რომელიც პრაქტიკულად გამოადგებათ მომავალ ცხოვრებაში: სწორად განკარგონ , შეამცირონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მიანიჭონ მეორეული სიცოცხლე მათ.
სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მეწარმეობის კლუბის „ ახალი სიცოცხლე „ სხდომის
ოქმი № 1
ქ. თბილისი 2.05.2022 წ.
სხდომის დაწყების დრო: 15:00სთ
სხდომას ესწრებოდნენ - საინიციატივო ჯგუფის წევრები :
2. ნანა მერკვილაძე ( დაწყებითების მასწავლებელი )
3. ხათუნა ქუმელაშვილი ( ინგლისური ენის მასწავლებელი )
4. ლია გიგოლაშვილი ( ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი )
5. მარინე სხირტლაძე - ( რუსული ენის მასწავლებელი)
6. მანანა თოდრია ( ქართული ენის მასწავლებელი )
სხდომის დღის წესრიგი
საკითხი N2. კლუბის ხელმძღვანელის არჩევა
საკითხი N3. კლუბის სამოქმედო გეგმის დამტკიცება
მომხრე: 6
მოწინააღმდეგე: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
დღის წესრიგი:
საკითხი N1. სსიპ-დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მეწარმეობისა და გარემოსდაცვითი კლუბის“ ახალი სიცოცხლე“ ჩამოყალიბება და წესდების დამტკიცება.
საკითხი N2. კლუბის ხელმძღვანელის არჩევა
საკითხი N3. სამოქმედო გეგმის დამტკიცება .
საკითხი N1. სსიპ-დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მეწარმეობისა და გარემოსდაცვითი კლუბის“ ახალი სიცოცხლე“ ჩამოყალიბება და წესდების დამტკიცება.
მოისმინეს: საინიციატივო ჯგუფის წევრ ანნა კვარაცხელიას ინფორმაცია სსიპ- დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მეწარმეობისა და გარემოსდაცვითი კლუბის „ ახალი სიცოცხლე“ ჩამოყალიბების და წესდების დამტკიცების შესახებ . საინიციატივო ჯგუფის წევრმა ანნა კვარაცხელიამ თხოვნით მიმართა ჯგუფის დანარჩენ წევრებს კენჭი ეყარათ დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხისათვის
აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვა: კლუბის წევრმა ნანა მერკვილაძემ, რომ საკლუბო მუშაობა მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები,აიმაღლონ ცნობიერება მეწარმეობისა და გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო, მომავალში,პროფესიების არჩევისას,მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მიიღონ მონაწილეობა კლუბის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, რომელიც პრაქტიკულად გამოადგებათ მომავალ ცხოვრებაში: სწორად განკარგონ , შეამცირონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მიანიჭონ მეორეული სიცოცხლე მათ.
საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლია გიგოლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 6
მოწინააღმდეგე: 0
კენჭისყრის შედეგად დადგინდა :
ჩამოყალიბდეს მეწარმეობისა და გარემოსდაცვითი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კლუბი „ ახალი სიცოცხლე“ და დამტკიცდეს კლუბის წესდება .
საკითხი N2. კლუბის ხელმძღვანელის არჩევა
მოისმინეს: საინიციატივო ჯგუფის წევრის მარინე სხირტლაძის მოხსენება მეწარმეობისა და გარემოსდაცვითი კლუბის „ ახალი სიცოცხლე“ ხელმძღვანელის არჩევის შესახებ . მარინე სხირტლაძემ ხელმძღვანელის კანდიდატურა წარუდგინა კლუბის წევრებს. მან აღნიშნა, რომ დასახელებული კანდიდატურა, ანნა კვარაცხელია, სათანადოდ წარმართავს კლუბის მუშაობას, რადგან იგი კარგი ორგანიზატორია, გამოირჩევა საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით. მარინა სხირტლაძემ სხდომის წევრებს თხოვნით მიმართა კენჭი ეყარათ დასახელებული კანდიდატურის არჩევას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის შედეგად დადგინდა:
საკითხი N3. კლუბის სამოქმედო გეგმის დამტკიცება
მომხსენებელი: კლუბის ხელმძღვანელი - ანნა კვარაცხელია
მოისმინეს: კლუბის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ზოგადი განათლების შესახებ“ ,საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ .საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ,2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების ,მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინიციატივით სკოლის ფარგლებში კლუბი უნდა შეიკრიბოს საქმიანობის დასაგეგმად .
კლუბის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავდეს კლუბის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კლუბის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კლუბის წევრებს გააცნო კლუბის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. ანნა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია სხდომების რაოდენობა და პერიოდულობა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერ საკითხზე, რომლის განხილვაც კლუბის კომპეტენციაში შედის უნდა ჩატარდეს საჭიროებისამებრ.
აზრი გამოთქვა: მანანა თოდრიამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კლუბში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა. ასევე, უზრუნველყოფს კლუბის თანმიმდევრულად და ორგანიზებულად ფუნქციონირებას.
კლუბის ხელმძღვანელმა კლუბის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კლუბის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით.
კენჭისყრის შედეგები:
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის შედეგად დადგინდა:
დამტკიცდეს კლუბის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.
სხდომის თავმჯდომარე: დაწყებითების მასწავლებელი :ნანა მერკვილაძე
სხდომის მდივანი : მშობლიური ენა და ლიტ-ის მასწავლებელი : ლია გიგოლაშვილი
„ ახალი სიცოცხლე“ წესდება :
დანართი 3
1.1. სსიპ- დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის კლუბი „ ახალი სიცოცხლე „ დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ ,საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ .საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ,2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების ,მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინიციატივით სკოლის ფარგლებში .
1.2. კლუბი დაფუძნებულია 02. 05 .2022 განუსაზღვრელი ვადით, მოსწავლეებში სამეწარმეო ცნობიერების ამაღლების მიზნით.
1.3. კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
1.4. კლუბის მისამართი: ქ. თბილისი , სარაჯიშვილის 9, N16 საჯარო სკოლა
კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, ასევე სამეწარმეო და გარემოსდაცვითი საქმიანობის კუთხით მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების განვითარება.
2.2. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა/განვითარება
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა.
2.4. მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორციელება .
2.5. მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში; კონკურსების,კონფერენციების, სემინარების ორგანიზება.
2.6. საქველმოქმედო საქმიანობის ( გამოფენა-გაყიდვის მოწყობა ) განხორციელება
2.7. პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლინება.
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება.
2.9. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების მიცემა.
კლუბში გაწევრიანება
3.1კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
3.2კლუბის წევრი შეიძლება გახდეს დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხურის (IV- XII ) კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი განცხადებით.( ანკეტის შვსებით ) .გადაწყვეტილების მიღება ხდება კლუბის ხელმძღვანელის მიერ .
3.4კლუბის წევრებზე გაიცემა წევრობის ბარათი/სერთიფიკატი.
3.5კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.
3.6კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე ,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განაცხადის საფუძველზე , გარდა ამისა საერთო კლრების გადაყვეტილებით თუ წევრის საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბიის საერთო მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს . წევრი კლუბში საქმიანობას ასრულებს სკოლის დამთავრებისთანავე .
კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღება
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა, არა უმეტეს 25 მოსწავლისაა.
4.2 კლუბს ჰყავს ხელმძღვანელი ,რომელიც დელეგირებას გაუწევს კლუბის საქმიანობას,უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა პროგრამების შემუშავებას ,დანიშნოს კლუბის წევრებისგან ერთ-ერთი მოადგილედ,გაანაწილოს ფუნქციები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები. ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბს ერთპიროვნულად .
4.3 კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
4.4 კლუბის წევრები უფლებამოსილნი არიან ხმათა უმრავლესობით დაამტკიცონ სამოქმედო გეგმა.
4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.( ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას ერთი წლის ვადით) .
კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება საჭიროებისამებრ სამოქმედო გეგმის განსახორციელებელი აქტივობებისთვის საჭირო გონივრულ ვადაში ,გარდა დასვენების დღეებისა.
5.2 კლუბის საქმიანობის/საერთო მიზნების/გადაწყვეტილებების გარდაქმნა,შეერთება , გამოყოფა ხორციელდება კლუბის წევრებს შორის განხილვისა და დისკუსიის საფუძველზე კენჭისყრით.
5.3 კლუბის ფუნქციონირების შეწყვეტა ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით , ან სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და ატივობების ამოწურვით .
დასკვნითი დებულება
6.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
6.2 წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საერთო კლების გადაწყვეტილებით.
2.მაისი.2022 წ.
მეწარმეობის კლუბის მუშაობის გეგმა
დანართი 2
ღონისძიების/ღონისძიებების
დასახელება |
მიზანი/მიზნები |
ამოცანა/ამოცანები |
აქტივობა/აქტივობები |
სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები |
პასუხისმგებელი პირი/პირები |
დრო |
შენიშვნა |
საინფორმაციო/გაცნობითი ხასიათის შეხვედრა , ლიდერის არჩევა
|
კლუბის ფუნქციონირების დანიშნულებისა და მიზნების
გაცნობა |
კლუბის შექმნის მნიშვნელობისა და მონაწილის საქმიანობის გააზრება |
კლუბის წესდებისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა, ლიდერის არჩევა |
კლუბის წევრები |
ხელმძღვანელი
|
02.05.2022 |
|
კლუბის დაფუძნების არსანიშნად პროცესის სახალისოდ
წარმართვა
|
მოტივაციის ამაღლება კლუბის ჩამოყალიბების
აღნიშვნა გრძელვადიანი მიზნების დასახვა/ განხორციელებისთვის |
მოსწავლება მობილიზება, შემზადება საკლუბო
საქმიანობის განსახორციელებლად |
„ ერთი წლის შემდეგ „ სურვილებისა და მოლოდინების საიდუმლო ბარათები |
კლუბის წევრები ,დაინტერესებული მოსწავლეები
|
მე-8 კლასის მოსწავლეები |
17.05.2022 |
|
სამშენებლო მასალების ( ხე,პლასტმასის მილების, ბოთლების, საბურავების მეორეული გამოყენება) |
მოსწავლეებში
მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარება , ნაკლები დანახარჯით ახალი ნივთების შექმნა,
ნარჩენების ხელახალი გამოყენება |
სამუშაო პროცესის
დაგეგმა, ორგანიზება |
კლუბის
წევრი მოსწავლეები ,ყველა კლასს გააცნობს აღნიშნულ აქტივობას. |
მოსწვლეები,
სკოლის მასწავლებლები , მშობლები. |
კლუბის
წევრები. ანნა კვარაცხელია
ლია გიგოლაშვილი
|
25.09 .2022
|
|
სამშენებლო ნარჩენების
მოპოვების მიზნით „ ხელოსნების ქალაქში“,ფეიქრების ქუჩასა და ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ხის საამქროებში ვიზიტის მოწყობა. |
სამშენებლო ნარჩენების
უფასოდ მოპოვება გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულებისათვის . |
თემიდან მშობლის დაინტერესება,მოსწავლის ჩართულობა
|
ვიზიტის ორგანიზებისთვის
საჭირო რესურსის მოძიება (ტრანსპორტი) |
მოსწავლეები მშობლები
|
ჯგუფის
წევრები: ნანა მერკვილაძე ანნა კვარაცხელია ლია გიგოლაშვილი
|
21.10.2022 |
|
სასკოლო ღონისძიებისთვის
საჭირო რესურსის შექმნა (ლოგოების,სიმბოლოების დამზადება) |
ხელნაკეთი სიმბოლოების
დამზადება სასკოლო საქმიანობაში აქტიური
ჩართულობისა და აქტივობის საინტერესოდ წარმოჩენის მიზნით |
კლუბის
წევრები მშობელთა ჩართულობით მონაწილეებს დაავალებს შესაძლებლობის ფარგლებში შექმნან სასკოლო ღონისძიების
შესაბამისი თემატიკასთან დაკავშირებული აქსესუარები. ნამუშევარები გამოფენილ იქნეს ღონისძიების სტენდზე.
|
სიმბოლოების
დამზადება მშობლების დახმარებით |
კლუბის წევრი IV, VI კლასის
მოსწავლეები |
მშობელი ,მოსწავლეები
მასწავლებლები
:ანნა კვარაცხელია ლია გიგოლაშვილი ნანა მერკვილაძე
|
25.09.2022 |
|
„ ვორქშოპი“
- საჭირო მასალების დამზადების სწავლება
ხელნაკეთი ნივთების
დამზადება,გამოფენა/გაყიდვა
|
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამშენებლო ნარჩენების
მეორეული გამოყენების გზით, თემის ინფორმირებულობა, ფინანსების მოზიდვა შემდგომი
ღონისძიებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფისთვის |
სხვადასხვა საამქროებში
ვიზიტი საჭირო მასალების უსასყიდლოდ მოპოვებისათვის , მოსწავლეების გადამზადება
, ცოდნის დონის ამაღლება , გამოფენა/გაყიდვისთვის
მასალების დამზადება. |
პრეზენტაციის/
ვიდეოს ჩვენება მასალების დასამზადებლად
ხელნაკეთი ნივთების
, უპატრონო ძაღლებისთვის სახლების , თაროების,
ჩიტების თავშესაფარის, პლასტმასის მილებისგან ,საბურავებისგან ყვავილების ქოთნების
, ბისერებისა და
თექისგან საფულეების,ჩანთების,აქსესუარების
დამზადება… |
დაწყებითი საბაზო
,საშუალო საფეხურის მოსწავლეები |
კლუბიის ხელმძღვანელი,წევრები
, მოსწავლეები: ანნა კვარაცხელია ლია გიგოლაშვილი
|
ნოებერი- მარტი |
|
გარემოსდაცვითი
კულტურის ჩამოყალიბება/ ხელშეწყობა
|
ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება, ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, გარემოში საკუთარი როლის გააზრება . |
ბუნების,გეოგრაფიის
მასწავლებლებთან თანამშრობლობა,მოსწავლეების ინფორმირებულობა გარემოსდაცვით მნიშვნელოვან
საკითხებზე ( მაგ; წყლის მნიშვნელობა და მარაგიის დაზოგვის გზებისა და ხეხების ძიება)
პრეზენტაციების/კედლის
გაზეთების მოწყობა
|
ვიზიტი „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის „ წყლის გამანაწილებელ
პუნქტში , წყლის გაფილტვრისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ კომპანიის
წარმომადგენლებთან გასაუბრება |
კლუბის მოსწავლეები
|
კლუბის ხელმძღვანელი ანნა კვარაცხელია |
დეკემბერი
2022 |
|
წევრობის განაცხადი მოსწავლეებისთვის
სსიპ-დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
N16 საჯარო სკოლის სამეწარმეო და გარემოს დაცვითი
კლუბის ხელმძღვანელს ანნა კვარაცხელიას ამავე
სკოლის ---- კლასის მოსწავლის
------------ --------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ გამაწევრიანოთ სკოლის ფარგლებში შექმნილ სამეწარმეო და გარემოსდაცვით კლუბში - „ ახალი სიცოცხლე“ .
პატივისცემით :
No comments:
Post a Comment