" ციფრული თხრობის ეფექტურობა სწავლა-სწავლებაში"
თანამედროვე სწრაფად განვითარებად სამყაროში , როდესაც
კომუნიკაციის უამრავი საშუალებები არსებობს, აზრის საზოგადოებასთან ეფექტურად მიტანის
სხვადასხვა რესურსები გვაქვს, რაც საქმიანი ურთიერთობების წარმართვის აუცილებელი პირობაა
, მნიშვნელოვანია ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის
ხელშეწყობა სწავლა-სწავლების პროცესში, რომ
მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ციფრული ტექნოლოგიების მოხმარების უნარები , რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივად გამოყენებენ .
ციფრული მოქალაქეობა არის გზა მოსწავლისთვის , თუ როგორ
ჩაერთოს და გამოიყენოს ტექნოლოგიები ნაყოფიერად. ეს არის ხელშემწყობი საშუალება, რომელიც გვასწავლის ტექნოლოგიების მიზანმიმართულ
გამოყენებას.
ციფრული
მოქალაქეობა სწავლა-სწავლების ინტერაქტიული მეთოდია , რაც ავითარებს სააზროვნო და
სასწავლო უნარებს, ხელს უწყობს შემოქმედებით
და ინოვაციურ ხედვებს . ეს არის აზრების, იდეების
ვიზუალურად გადმოცემის საშუალება. ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გაცნობა, უკვე სკოლებში პირველივე წლიდან
იწყება და ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის, რომ მოსწავლე
გახდეს ტექნოლოგიის სანდო მომხმარებელი.
ციფრული
ინსტრუმენტების სკოლაში დანერგვისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის
გავიარე არაერთი ტრენინგი მიღებულ ცოდნასა
და გამოცდილებას ვუზიარებ როგორც კოლეგებს,
ასევე მოსწავლეებს , ამით სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა.
„storyjumper”
- ელექტრონული წიგნი
მიზანი
: ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
გადატანა , სასწავლო სარესურსო სივრცის “storyjumper”-ის ეფექტურად გამოყენება სასწავლო
პროცესში .
ეს გახლავთ ელ. წიგნის შექმნის საშუალება ,რომლის თითოეული გვერდი იქმნება სურვილისამებრ
, გააჩნია შიდა ფოტო ბიბლიოთეკა, შესაძლებელია საკუთარი ფოტოების ატვირთვა წიგნის უფრო
საინტერესოდ ილუსტრირებისთვის, ნებისმიერ დროს ცვლილებების შეტანა, რესურსის უპირატესობა გამოიხატება იმაში რომ ონლაინ
საშუალებაა და უკეთ დაცულია, დაკარგვის ან წაშლის საშიშროება არ არის, იბეჭდება ,აქვს
გაზიარების ფუნქცია, შეიძლება კომენტარების დამატება, გვერდების რაოდენობა შეზღუდული
არ არის. ეფექტურია სასწავლო პროცესის სახალისოდ წარმართვისთვის, ეს სასწავლო რესურსი გამოვიყენე „სკაიპით“ კონფერენციის
დროს, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სქელტანიანი
წიგნი დიდი მონდომებითა და ინტერესით შექმნეს და პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ახალქალაქის
N3 საჯარო სკოლის თანატოლებს. რესურსმა უდავოდ დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა სტუმრებზეც.
პროგრამაში მუშაობა მარტივია, მოსწონთ მოსწავლეებს
, აქვს ჯგუფების შექმნის ფუნქციაც , რაც ძალიან მოსახერხებელია და ერთ სივრცეში მთლი
კლასის ნამუშევრების შენახვის საშუალებას იძლევა
.ელ. წიგნის ვიყენებ სხვადასხვა კლასებში გაკვეთილის მიზნების შესაბამისად
.
ინსტრუმენტის გაცნობა /შესწავლა. ეს არის ვიდეოს შექმნის საუკეთესო საშუალება,
ინტერფეისი მარტივია, აქვს ფოტო გალერეა, თუმცა ინტერნეტიდანაც შეიძლება სასურველი
სურათის გამოყენება, მიღებულ პროდუქტს შეგიძლია დაურთო მუსიკა, რაც ვიდეოს ნახვისას
ეფექტურობის ხარისხს ზრდის, აქვს დროის დაყენების ფუნქცია, რომელის მიხედვითაც მოსახერხებელია
კადრების შენელება-აჩქარება, ვიდეო უნდა გააზიარო დიდი ხნით შენახვა /დათვალიერების
მიზნით, რადგან ერთადერთი ნაკლი არი ის, რომ შეზღუდულია სივრცეში მუშაობის დრო, ახალი
რესურსის შესაქმნელად აუცილებელია სხვა მეილით ხელახლა რეგისტრაცია, თუმცა ეს სირთულეს
აღარ წარმოადგენს .
სასწავლო ინსტრუმენტი გამოვიყენე პროექტებზე მუშაობისას
,საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტია პრეზენტაციის საინტერესოდ წარდგენისთვის, ამასთანავე
მოსწავლეს უვითარებს ისტ- ის ტექნოლოგიების გამოყენების უნარს, როგორც ზევით აღვნიშნე
საჭიროებს რეგისტრაციისას სპეციფიურ ცოდნას . მოსწავლეები წარმატებით დარეგისტრირდნენ
, გავაცანი შიდა სივრცე, ღილაკების მუშაობის წესები . უფროსმა კლასელებმა პროექტში
მონაწილე პატარებისთვის მოამზადეს ვიდეო , რაც გამოვიყენე პროექტ გაკვეთილზე და დიდი
მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებისგან.
სასწავლო ინსტრუმენტი , საკმაოდ მოხერხებულია მოკლე
ვიდეოების შესაქმნელად, ვიყენებ თემატური კოლაჟების შესაქმნელად , მარტივია გამოსაყენებლად,
შესაძლებელია ვიდეოს დამუშავება, მუსიკის სურვილისამებრ
შერჩევა, აქვს საკუთარი ლაბორატორია, ასევე პირადი მოწყობილობიდან ან ინტერნეტიდან
ატვირთვის საშუალებას იძლევა. რაც მთავარია , „ stroryjumper” –სგან განსხვავებით
შექმნილი პროდუქტის უფასოდ ჩამოტვირთვის საშუალებას იძლევა .
ჩემს მიერ შექმნილი სხვა დამხმარე რესურსები( ვიდეოები) პროგრამული მასალის გამარტივებისა და დაძლევისათვის . მოცემული რესურსები დამეხმარა განსაკუთრებით ონლაინ სწავლებისას ,ვუზიარებდი მოსწავლეებს და ადვილად ითვისებდენ მასალას , მიზანი : კითხვისა და სიტყვების სწორად წარმოთქმის ხელშეწყობა.
აგრეთვე გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვისა და თვალსაჩინოებისთვის გამოყენებული პრეზენტაციები , სადამრიგებლო კლასთან მუშაობის ვიდეო რესურსი, ტრენინგ მოდული - კოლეგებისთვის ინფორმაციის გაზიარება / გაკვეთილის სწორად დაგეგმვისა და კვლევის ეტაპების გაცნობა /სწავლებისათვის
No comments:
Post a Comment