Pages

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 2017-2018 სასწ.წელი

 

სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 16 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის – ანნა კვარაცხელიას პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში








 

ინგლისური ენის მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის კვლევა ხელშემწყობი სტრატეგიების დადგენის მიზნით

 




2017–2018 სასწავლო წელი


სარჩევი....................................................................................................................................... 1

თავი I

1.      ძირითადი მიზანი....................................................................................................... 2

2.      საკვლევი თემა............................................................................................................... 2

3.      პრობლემის აქტუალობის დასაბუთება,

საკვლევი საკითხის განსაზღვრა................................................................................ 2

4.      სამიზნე ჯგუფი.............................................................................................................. 4

5.      პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობა....................................................................... 4

6.      საკვლევი თემის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.......................... 5

7.      დიაგნოსტიკური ტესტირება...................................................................................... 6

8.      სარგებელი მოსწავლეებისთვის,მასწავლებლისა და კოლეგებისთვის............... 7

თავი II

9.      კვლევის მიზანი და ამოცანები................................................................................... 8

10.  სამოქმედო გეგმა............................................................................................................ 9

თავი III

11.  საკვლევი კითხვების ფორმულირება........................................................................ 12

12.  კითხვარი........................................................................................................................ 12

თავი IV

13.  კვლევის მეთოდები...................................................................................................... 17

14.  ლიტერატურის მიმოხილვა........................................................................................ 19

თავი V

15.  მონაცემთა ანალიზი..................................................................................................... 21

თავი VI.

16.  ინტერვენციების დაგეგმვა......................................................................................... 21

17.  ინტერვენციების შედეგების ანალიზი / რეკომენდაციები................................... 23

თავი VII

18.  შემაჯამებელი გამოკითხვის შედეგები................................................................... 23

19.  კვლევის შედეგების შედარება( დასაწყისა და დასასრულს)................................ 26

თავი VIII

20.  კოლეგებთან გაზიარება................................................................................................ 27

21.  დასკვნა............................................................................................................................. 28

22.  ბიბლიოგრაფია............................................................................................................... 28

23.  რეფლექსია...................................................................................................................... 29

24.  დანართები...................................................................................................................... 30


ძირითადი მიზანი: „ რა უნარ–ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით, როგორია მათი ფონური ცოდნა და რა ეფექტური ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება დაეხმარება მათ მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში? “

 

საკვლევი თემა : ინგლისური ენის მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის კვლევა – ხელშემწყობი ეფექტური სტრატეგიების დადგენის მიზნით.

 

         საკვლევი საკითხის განსაზღვრა და პრობლემის აქტუალობა

 

ინგლისური ენა, როგორც მსოფლიო დიპლომატიური ენა , საერთაშორისო ენადაა აღიარებული. მრავალ ქვეყანაში ის კომუნიკაციის საშუალებაა. ამასთანავე დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიო საზოგადოების ყველა სფეროზე: განათლება, პოლიტიკა, ეკონომიკა, ტექნოლოგია, მეცნიერება, ტურიზმი, ტრანსპორტირება და სხვა. „საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა . უცხოური ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება. სწორედ ამიტომ , უცხო ენის შესწავლა საქართველოში ემსახურება სასკოლო განათლების მთავარი მიზნის განხორციელებას - თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. უცხოური ენის ცოდნა ადამიანის კონკურენტუნარიანობის მთავარ ფასეულობადაა მიჩნეული, ამიტომ ის საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს.

უცხო ენის პრიორიტეტულ მიზნებს შორის ერთ ერთი სამეტყველო უნარია წერა, ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, რომელთა შორის არის გრამატიკული , წერის , ენობრივი უნარ- ჩვევებისა და მართლწერის საბაზისო ნორმების , მათი მახასიათებლების ცოდნა. კვლევის ფარგლებში არჩევანი შევაჩერე მართლწერის საკითხებზე. სიტყვების სწორად წერასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა, მოსწავლეებში იმ საფუძველის ჩაყრა ,რაც მათ მისცემს


საშუალებას თავი გაართვან მართლწერის პრობლემებს, ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის ერთ – ერთი მთავარი საკითხია.

ინგლისური ენის სწავლების პროცესში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ინგლისური ენის მართლწერის სირთულე . მართლწერის სწავლება კომპლექსური, ხანგრძლივი პროცესია და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.მართლწერის სირთულეები სწავლების ყველა საფეხურზე გვხვდება. დაწყებით საფეხურზე პრობლემები ხშირად ასოთა მოხაზულობაში ვლინდება( მოსწავლეებს ერთმანეთში ერევათ d ,b ; p ,q… ასოები) ერთ ერთ პრობლებას შესაძლოა დისლექსიაც წარმოადგენდეს. ეს პრობლემები უფრო რთულდება საბაზო და საშუალო საფეხურზე

, რადგან ლექსიკური მარაგის მოცულობის ზრდასთან ერთად კლებულობს ინტერესი სწავლის პროცესში, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა თვითშეფასებაზე, აკადემიურ მოსწრებასა და მოტივაციის დაქვეითებაზე. მოსწავლეებს უჭირთ სიტყვის წარმოთქმის დაკავშირება წერასთან. ერთი და იგივე ასო სხვადასხვა სიტყვაში განსხვავებულად იკითხება ან საერთოდ არ იკითხება(ყრუ ბგერაა),არ არსებობს მართლწერის მყარი/ზუსტი წესები . მარცვლების რაოდენობა არაა დამოკიდებული ხმოვნების რაოდენობაზე (მაგ: beautiful -სამ მარცვლიანი სიტყვაა და ხუთი ხმოვნისგან შედგება...) გარდა ამისა, მართლწერას ართულებს ხმოვნების კომბინაცია,ასოთშენაერთები. ენაში არ არის საკმარისი რაოდენობის ასოები ყველა არსებული ფონემის ჩასაწერად. ამის გამო შემოდის დიაკრიტული ნიშნები, სადაც ერთი და იგივე ასო სხვადასხვა პოზიციაში სხვადასხვაგვარად გამოითქმის.მაგ: “sh” სხვადასხვა კომბინაციით წარმოითქმის და იწერება : ship, sugar , station, magician, parachute … ან ch – გასხვავებული წარმოთქმა აქვს გარკვეულ სიტყვებში: church, chemist, champagne… არ არის ერთი ერთზე შესაბამისობა ასოებსა და ფონემებს შორის, არსებობს ბგერები, რომლებსაც რამდენიმე შესაძლო მართლწერა შეესაბამება, რისი მიზეზებიც ჩვეულებრივ ეტიმოლოგიური ან მორფო-ფონემიკურია (მაგ. ბგერა /dʒ/ შესაძლოა დაიწეროს რამდენიმენაირად: "j", "g", "dj", "dg", or "ge"). და სხვ.

როგორც ვხედავთ, მართლწერის სირთულეები მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ფონეტიკასთაა,ასევე ორთოგრაფიასთანაც.

ნიშნები, მაგ: sch – სიტყვაში schilling,აღნიშნავს ბგერას (∫ ) , tch – watch კი ბგერას / t /...

აქედან გამომდინარე,რადგანაც არ არის მყარი წესები და შესაბამისობა ასოებსა და ფონემებს შორის, რაც სიტყვების სწორად წერას აფერხებს, საჭიროა მოსწავლეებს ვასწავლო სიტყვების კოდის ამოხსნა, სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობებით ფონოლოგიურ – ორთოგრაფიული ცოდნის განვითარება.


           სამიზნე ჯგუფი

 

მართლწერასთან დაკვაშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი შემცირების მიზნით ქ.თბილისის დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე 2017–2018 სასწავლო წელს ჩავატარე პედაგოგიური

პრაქტიკის კვლევა.კვლევაში მონაწილეობდა VII კლასის 28 მოსწავლე. კვლევის ჩატარების აუცილებლობა დადგა იმიტომ,რომ აღნიშნული კლასი გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით ,უცხოური ენის საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად მათი  შედეგები  თვალსაჩინოა  სხვადასხვა  მიმართულებით  ( ლექსიკა  გრამატიკა,ზეპირმეტყველება....) თუმცა საგაკვეთილო პროცესსა და აგრეთვე შემაჯამებელ დავალებებშიც ყოველ ჯერზე უშვებენ შეცდომებს წერით მატყველებაში ( სიტყვების მართლწერისას)

ამრიგად, პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე საჭიროა ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა და გამოყენება, ყურადღების გამახვილება ხელისშემშლელი ფაქტორების დროულად გამოვლენა და მრავალფეროვანი აქტივობების ჩართვა სასწავლო პროცესში მართლწერის უნარის განვითარების ხელშესაწყობად .

 


             პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობა:


კვლევა არის მეცნიერული ცოდნის გაღრმავება, მუდმივი ძიების პროცესი ,ახალი თეორიების ,მექანიზმების ,ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა,დოკუმენტირება და წარდგენა კვლევის ანგარიშის სახით.სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით კვლევის მონაწილეები , მკვლევარები ერთიანდებიან საერთო პრობლემის ირგვლივ,რომ მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება, შედეგზე ორიენტირებული ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა ,ახალი იდეების ,ინოვაციების გამოცდა ,საკუთარი ძალების გაძლიერება, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოჩენა საჭირო უნარ–ჩვევების განსავითარებლად.( http://mastsavlebeli.ge/?p=281 . ინტერნეტგაზეთი.3 მაისი, 2012 წ)

 

პედაგოგიური კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან პრიორიტეტული საკითხების , საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების განსაზღვრისა და გამოკვეთისათვის; საჭირო გეგმების/ მიზნების


ჩამოყალიბებისათვის,ღრმა ანალიზის საფუძველზე სწორი გზების/ მეთოდების შერჩევისთვის ,რომელიც სასურველი შედეგების მიღებას განაპირობებს. ეს პროცესი გამოწვევაა ჩემთვის, რადგან შრომატევადი და რთული სამუშაოა,მოითხოვს თანმიმდევრულ, სტრუქტურირებულ მუშაობასა და ნებისყოფას,ამასთანავე დიდ ინტერესს იწვევს ის საკითხი,რომ მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა,დახვეწა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია სწავლა–სწავლების პროცესში და კვლევის მიმდინარეობისას გამოიკვეთება ის გზები და საშუალებები რითაც შესაძლებელი იქნება ამ სირთულის დაძლევა ,რომ მოსწავლეებმა მეტი სარგებელი მიიღონ და ეგექტური მეთოდებით გაიუმჯობესონ არსებული მდგომარეობა.

ვფიქრობ კვლევა გამოავლენს მოსწავლეების ინტერესს, დიდი სურვილი მაქვს აღვძრა მათში მოტივაცია და ამ თემას მეტი ყურადღება და დრო დაუთმონ,ვიდრე აქამდე, რადგანაც ინგლისური ენის სწავლა სწავლების პროცესში მართლწერა ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუნდაც ერთი ასოს არასწორად გამოყენება ცვლის სიტყვის მნიშვნელობას და გაუგებარს ხდის შინაარსს.კვლევა მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებისათვისაც იმ თვალსაზრისით,რადგან კვლევის პროცესში მოსწავლეები გამოიმუშავებენ, განივითარებენ სხვადასხვა უნარებს : საკითხის გააზრების, მონაცემთა შეგროვებისა და მათზე დაკვირვების, ინტერესის აღძვრით შედეგების გაუმჯობესების მიზნით მონაცემებს გადაახარისხებენ, აუმაღლდებათ მოტივაცია. პროცესი საინერესო იქნება, რადგან აქტივობებს დავგეგმავ ესგ–ეს საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად და ჩავრთავ საგაკვეთილო პროცესში,რომ პროგრამული მასალის გამრავალფეროვნებას ემსახურებოდეს.

ამრიგად , კვლევა თავისი არსით მრავალმხრივი უნარების გამოყენებისა და განმტკიცების კარგი საშუალებაა ,რომელიც საკვლევი საკითხის სიღმისეული შესწავლის საუკეთესო მიდგომაა, ის მასწავლებელს უბიძგებს შეიმუშაოს ან მიაგნოს მოსწავლეთა ხელშემწყობ სტრატეგიებს და მართლწერის ნორმების დახვეწისათვის საჭირო უნარებით აღჭურვის გზებს.

 

საკვლევი საკითხის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა:

უცხ.ს.I.15. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების, წინადადებების წერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

                    1)   ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს სიტყვებს და წინადადებებს;

                   2)  კარნახით წერს ნასწავლ სიტყვებს, წინადადებებს.


უცხ.ს.I.20.   მოსწავლეს  შეუძლია  წერილობითი  ტექსტის  სტრუქტურის  დაცვა,ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებსდა შეუძლია მათი გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         იცავს ორთოგრაფიის წესებს.

 

უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. „ უცხოური ენის სწავლების პროირიტეტულ მიზნებს შორის ერთ ერთი სამეტყველო უნარი არის წერა. ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, რომელთა შორის არის მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების, მათი მახასიათებლების ცოდნა.

როგორც ვხედავთ, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული წერის უნარის ,კერძოდ მართლწერასთან დაკავშირებული საკითხების სწავლების აუცილებლობა უცხო ენის შესწავლის ძირითადი მიმართულებაა, რაც კონკრეტული მიზნების დასახვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისეთი ქმედებების განხორციელება ,რაც თანხვედრაში იქნება სტანდრტთან და მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და მზაობის გათვალისწინებით მოაზრებს მორგებული აქტივობების შეთავაზებას .

 

             დიაგნოსტიკური წერა

კვლევის საჭიროების გამოვლენისთანავე ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება(კარნახით წერა) რომ დამედგინა არსებული მდგომარეობა. მოსწავლეებს,საბაზო საფეხურზე გარკვეული გამოცდილება აქვთ მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით,ამჟამად სკოლაში არსებული სახელმძღვანელოების ყველა თავში მოცემულია მართლწერაზე ფოკუსირებული აქტივობები,მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეები ყურადღებას არ აქცევენ ამგვარ სავარჯიშოებს ან ზედაპირულად აკეთებენ, ისე რომ გააზრებული არა აქვთ „ spelling’’-ის ცოდნის საჭიროება.ჩემი ამოცანა იყო გამერკვია რა ზომების მიღება იქნებოდა საჭირო მართლწერის გაუმჯობესების მიზნით,რომლიც ცოდნა გაუადვილებთ სიტყვების მნიშვნელობის გაგებას, სწორად კითხვასა და წერას .

ტესტირებამ აჩვენა,რომ მოსწავლეების უმრავლესობა უშვებს შეცდომებს სიტყვების წერისას, კარნახით წერამ გამოავლინა,რომ მათ                                                                                                                                     სიტყვები დამახინჯებულად აქვთ დასწავლილი, ისე როგორც იწერება და შესაბამისად ,რადგან წარმოთქმა და წერა არ ემთხვევა ერთმანეთს, უშვებენ შეცდომებს,პრობლემებია ორთოგრაფიაშიც.


ქვემოთ მოცემული დიაგრამა დეტალურად აღწერს ტესტირების შედეგბს. ტესტირებაში მონაწილეობდა 26 მოსწავლე. ( იხ. დანარი N1 , unit 1– ის გრაფის შედეგები)

 

 

  დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები:


 

 

პირველი ტესტირებიდან გამოიკვეთა, რომ მხოლოდ მონაწილეთა 30%–მა შეძლო მაღალი შედეგების ჩვენება, საშუალოზე მაღალი შედეგი მხოლოდ 19% იყო, დანარჩენ 38%–ს ცოდნის არასახარბიელო ხარისხი აქვს , ხოლო 13% საჭიროებს სწრაფ დახმარებას. მოცემული ანალიზის მიხედვით საჭიროა დროული ჩარევა, მდგომარეობის შესწავლა და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

 

სარგებელი მოსწავლეებისთვის,მასწავლებლისა და კოლეგებისთვის:


კვლევა თავისი არსით გულისხმობს რაიმე პრობლემის გამოკვეთას,განხილვას და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას.შესაბამისად ჩემს მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლენილი პრობლემების ანალიზისა და მათი დამუშავების პროცესში გამოყენებული მეთოდები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გაიაზრონ საკითხი ,რა სირთულეების წინაშე დგანან, იმოქმედონ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ,


მიიღონ გამოწვევები ,ამ პროცესში იცვლება მათი დამოკიდებულებები პრობლემის მიმართ, იპოვიან მრავალფეროვან მეთოდებს შორის მათთვის მოსახერხებელ გზას , რომ დახვეწონ ინგლისური ენის მართლწერა. მოსწავლეები დაკვირვების პროცესში უკეთ გაანალიზებენ გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების ეფექტურობას ,რაც მათ მისცემს საშუალებას თავადაც შეაფასონ და გადააფასონ სწავლების პროცესი.

 

კვლევა როგორც განვითარებისა და წარმატების გასაღები აკავშირეს საერთო საკითხით დაინტერესებულ მხარეებს , ქმნის ინტერესთა ჯგუფების ერთობლივი მუშაობის გარემოს , ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში, უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, იზრდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება, საკითხის უკეთ გაანალიზების გზით მიაგნოს პრობლემის  გადაწყვეტის შედარებით მარტივ

,მორგებულ მექანიზმებს, ხოლო კოლეგებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ უკვე გამოცდილი, პრაქტიკაში დანერგილი მეთოდები, რომ სასწავლო პროცესში გაუადვილონ წერის სწავლება თავიანთ მოსწავლეებს.

აქედან გამომდინარე, პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ პრაქტიკული საქმიანობა, სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ რეალური შედეგის მიღწევისა და კვლევის ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მიგნებასა და გამოყენებას; შესრულებული სამუშაოს ძლიერი და სუსტი მხარეების გადაფასებას, კვლევის პროცესში წამოჭრილი დაბრკოლებების გადალახვის უნარის გამომუშავებასა და განვითარებაზე ორიენტირებული, პრიორიტეტული საქმიანობის პროგრესის მიღწევას.


            კვლევის მიზანი და ამოცანები:

ინგლისური ენის მართლწერის დახვეწა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია.როგორც კი რთულდება მასალა და ღრმავდება პრობლემები , მოსწავლეებს უჭირთ ნებისყოფის გამომუშავება წერი მეტყველების გაუმჯობესებისთვის,რადგან მარტივი გზა ან ზუსტად შემუშავებული წესები ამ მიმართულებით ენაში არ არსებობს. ძნელი და ზოგჯერ გაუგებარიც კი არის ბავშვისთვის, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე ერთი და იგივე ასო ან ასოთშენაერთი სხვადასხვა სიტყვაში განსხვავებულად რატომ იკითხება, ან ზოგჯერ საერთოდ არ იკითხება, მაგ: ასოთშენაერთი gh (მუნჯი ) : light , bright , brought , thought , caught…. მასალის გართულებასთან ერთად ნელ–ნელა თავს ანებებენ მართლწერის შესწავლას,უფრო


მეტად ზეპირმეტყველებაზე არიან ორიენტირებულნი, სიტყვის ხატის ამოცნობაეხმარებათ გარკვეული ტიპის დავალებების დაძლევაში, შედეგად მოსწავლეების სწავლის ხარისხი მართლწერაში ეცემა.ჩემი კვლევის მიზანიც არის დავადგინო:

·         რა უნარ–ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები მართლწერის საკითხთან დაკავშირებით

·         როგორია მოსწავლეთა ფონური ცოდნა – რა პრაქტიკულ ხერხებს მიმართავენ მართლწერაზე მუშაობისას

·         რა ტიპის სასწავლო რესურსები ,სწავლების მეთოდოლოგია,სავარჯიშოთა სისტემა... შევარჩიო სირთულის დასაძლევად

·         გაიზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი და აუმაღლდეთ მოტივაცია.

·         შეთავაზებული სტრატეგიებიდან/მეთოდებიდან                  იპოვონ მათთვის მოსახერხებელი გზა, გაუზიარონ ერთმანეთს და გაიუმჯობესონ არსებული ცოდნა.

ამოცანები:

·         საკითხის განსაზღვრა

·         ფოკუს ჯგუფის შექმნა / დისკუსია

·         მოსწავლეთა გამოკითხვა

·         მართლწერის         ხარისხის        გაუმჯობესების        მიზნით                                 შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება.

·         შედეგების განხილვა, მონაცემთა ანალიზი,შეფასება.

·         კვლევის ანგარიშის კოლეგებისთვის გაზიარება , რეკომენდაციების მიღება.

 

ამრიგად, კვლევის მიზნის განსაზღვრისა და შესაბამისი ამოცანების დადგენისთანავე შევადგინე სამოქმედო გეგმა,რომელიც დამეხმარება კვლევის დინამიურად წარმართვასა და სასურველი შედეგის მიღებაში.


 

სამოქმედო გეგმა:

 

აქტივობა

მიზანი

დრო

პასუხისმგებელი პირი

1.პრობლემის გამოკვეთა/ საკვლევი                                საკითხის განსაზღვრა

პრობლემის აქტუალურობის დადგენა,საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა.

ოქტომბერ

ანნა კვარაცხელია

2.ფოკუს–ჯგუფის შექმნა

მოსწავლეთა დამოკიდებულებების

ოქტომბერ

19.10

 

მოსწავლეები


 

გამოვლენა               საკვლევი

საკითხის მიმართ

 

 

3.კვლევის                               დღიურის წარმოება

კვლევის                                  პროცესის გენერალიზაცია ,მასალების სტრუქტურირება.

ოქტომბერ ი–

ივნისი

ანნა კვარაცხელია

4.ლიტერატურის გაცნობა

საკითხის    ღრმა                     ანალიზი, გააზრება,                                      კვლევის

პროცესის             სასურველი

/სწორი         მიმართულებით

წარმართვა

ოქტომბერ

19.10–26.10

ანნა კვარაცხელია

5.დიაგნოსტიკური წერა

რამდენად რთულად დგას მართლწერის საკითხი და რა

ხერხით                          მეცადინეობენ მოსწავლეები

ოქტომბერ

19.10

ანნა კვარაცხელია

6.ანკეტირება–კითხვარი

კვლევის    მიზნის   ზუსტად

ფორმულირება

26.10

ანნა

კვარაცხელია

7.ინტერვენციები:

 

 

 

·         სიტყვების გამოწერა (მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით)

·         კროსვორდის შევსება

 

 

 

·         კროსვორდის შედგენა (წყვილებში მუშაობა,გაცვლიან ერთმანეთის ნამუშევარს)

·         კარნახი (შედეგების აღნუსხვა,ანალიზი (დანართი 1)

 

 

·         „Jumbled    Words” - აქტივობა

პრობლემის გადაჭრის მო– ხერხებული                                       გზების

,მეთოდების,ხერხების ძიება.

·         მეთოდების შედარება, შედეგების გაანალიზებით ეფექტური გზის გამოვლენა

 

·         ასოებისა და ბგერების მიმართებების დაკვირვება

 

 

·         მართლწერის მნიშვნელობის გაცნობიერება, ინტერესის აღძვრა

 

·         მეთოდის ეფექტურობის დადგენა,შედარება სხვა ხერხებთან

ნოემბერი– მაისი

 

 

2.11

 

 

 

 

 

 

 

 

 

16.11

 

 

 

 

 

დეკემბერი

 

 

 

 

 

იანვარი

ანნა კვარაცხელია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(მოსწავლეები) წყვილები

 

 

 

 

 

ანნა კვარაცხელია, მოსწავლეები


 

·         სიტყვათწარმოებაზ ე მუშაობა, გაკვეთილის დაგეგმვა

 

 

 

 

·         სიტყვების რედაქტირება( იპოვე შეცდომები)

·         მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა, ჩართულობის ხარისხის გაზრდა

·         წარმოებული სიტყვების მართლწერის შესწავლა ( რთული სიტყვების          წერის სწავლების გამარტივება, ფონემებზე ფოკუსირება)

·         ასოთა მიმართებებზე დაკვირვება,ყურა დღების გამახვილება

 

 

 

 

თებერვალ

8.02–28.02

 

 

 

 

 

მარტი აპრილი

 

 

 

 

ანნა კვარაცხელია

 

 

 

 

ანნა კვარაცხელია

 

 

 

 

 

 

 

ანნა კვარაცხელია

8.განმეორებითი კითხვარის შევსება

ინტერვენციების ანალიზი,მარტივი

,მოხერხებული,შედეგიანი მეთოდის,აქტივობის გამოვლენა

მაისი

ანნა კვარაცხელია

9.კოლეგებთან გაზიარება

სარგებელი კოლეგებისთის, რეკომენდაციები.

ივნისი

ანნა კვარაცხელია

10.კვლევის ანგარიში

კვლევის გამთლიანება

ივნისი

ანნა კვარაცხელია

11.რეფლექსია

გაწეული სამუშაოს გაანალი

ზება,შეფასება(თვით შეფასება)

ივნისი

ანნა კვარაცხელია


 

საკვლევი კითხვების ფორმულირება:

კვლევის მთავარი კითხვა იყო , რა წარმოადგენს მართლწერის ძირითად სირთულეს და როგორია მისი გადაჭრის გზები? საკვლევი საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე გამოვყავი რამდენიმე საკითხი:

·         როგორ მუშაობენ მოსწავლეები( რა ხერხებით,მეთოდებით) მართლწერის გაუმჯობესებაზე?

·         რა          დროს          უთმობენ          ყოველდღიურად          ინგლისური               ენის მეცადინეობას(სიტყვების წერით დამახსოვრებას)?

·                  ფლობენ თუ არა მართლწერის საბაზო ნორმებს,ფონურ ცოდნას?

·                 აქვთ თუ არა რაიმე მიგნებები,რაც მათ უადვილებთ მართლწერას?

·         პრობლემების გამომწვევი მიზეზები ხომ არ მდგომარეობს მათ პიროვნულ თვისებებსა(სიზარმაცე) და უცხო ენის სწავლისადმი დამოკიდებულებაში?

·                  როგორი გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო?

·         რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები ჩართულობის ხარისხის გაზრდაზე?

·                 როგორ მოვარგო სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებს

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საკვლევი საკითხის სირთულის დასაძლევად მოცემულ კითხვებზე მუშაობა და შესაბამისად მოქმედება ხელს შემიწყობს ძირითადი მიზნის მიღწევაში. დამეხმარება საჭირო მიგნებების აღმოჩენასა და მორგებული მეთოდების შერჩევა / გამოყენებაში, რომელიც მიმართული იქნება მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად.

 

კითხვარი

ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით გადავწყვიტე გამომეყენებინა ინტერვიუს სტრუქტურირებული ( ფორმალიზებული ) სახე–ანკეტირება,რომელიც სწორი მიმართულებით კვლევის წარმოების საშუალებას მომცემდა ,რადგანაც ფოკუს– ჯგუფის შექმნამ ე.წ.“ჯგუფურმა დისკუსიამ“ არა ერთგვაროვანი პასუხები ,შედეგები მომცა,საჭირო იყო უფრო დამეზუსტებინა მოსწავლეთა დამოკიდებულებები თემის მირთ, ამასთანავე ანკეტირება ზოგავს ბევრ დროს და შრომას მონაცემთა შეგროვებისას.


კითხვარი

მონიშნეთ თქვენთვის სასურველი პასუხი. ( კვლევაში მონაწილეობა კონფიდენციალურია)

1.  გიყვართ ინგლისური?

§  დიახ

§  არა

 

2. რამდენ დროს უთმობთ დღეში ინგლისური ენის მეცადინეობას ? (კერძოდ სიტყვების მართლწერას)

§  1–დან 2 საათამდე

§  2 საათს და მეტს

§  ცოტა დროს

 

3. ყველაზე მეტად რა წარმოადგენს თქვენთვის ინგლისურად სიტყვების წერის სირთულეს?

§  მართლწერის მყარი/ზუსტი წესების ნაკლებობა

§  სიტყვის წარმოთქმა და წერა ერთმანეთს არ ემთხვევა

§  ერთნაირი გამოთქმის სხადასხვა სიტყვები

§  სწორად ვერ ვგებულობ სიტყვის გამოთქმას

§  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

 

 

4.    მართლწერის გასაუმჯობესებლადრომელი მეთოდით მეცადინეობას ამჯობინებთ ?

§  სიტყვების ხაზებზე გამოწერა

§  ფოტომახსოვრობა

§  მოსასმენი საშუალების თანხმლებით კითხვა

§  გულში კითხვა/ზეპირად დამახსოვრება სიტყვების ისე,როგორც იწერება

§ სიტყვათწარმოებას (პრეფიქს,სუფიქსების შესწავლა)

 

5.  მონიშნეთ თქვენთვის სასურველი აქტივობა.

§  კარნახით წერა

§  კროსვორდის შესრულება

§  სიტყვების რედაქტირება(იპოვე შეცდომები)

§  შადგინე სიტყვები მოცემული ასოებით

§  ჩასვი სწორი სიტყვა( სიტყვათწარმოება)



შედეგები წარმოდგენილია დიაგრამების სახით:

 



 




 

 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 26 მოსწავლემ, პირველი შეკითხვის მიზანი იყო ზოგადი განწყობისა და ენისადმი დამოკიდებულების დადგენა, ცნობილია ,რომ მოსწავლის წარმატების მისაღწევად სწავლის პროცესში განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მასალა მოსწავლისათვის შესაძლოა თვისი შეხედულებისამებრ დაძლევადი გახდეს, ან პირიქით დემოტივაცია გამოიწვიოს. გამოკითხულთა 92,7 %


დადებითი პასუხი მონიშნა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ინგლისური ენის მეცადინეობას გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ, მიუხედავად ამისა, საგნისადმი დამოკიდებულების შესახებ კითხვებზე დადებითი პასუხები იმას ადასტურებს, რომ სწავლების მთავარი სირთულე არასწორი მეთოდებით მეცადინეობაში მდგომარეობს და არა მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე, შინაგან მზაობასა და მიდგომაზე. მართლწერის დასწავლა ყველაზე მეტად უძნელდებათ წერისა და წარმოთქმის აცდენის გამო – 32,2% თავს ვერ ართმევს ამ საკითხს, 28,5%– ს მყარი წესების ნაკლებობა უშლის ხელს, პრობლემებია გამოთქმასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება მეთოდებს, რომელთაც მოსწავლეები მიმართავენ მართლწერის სწავლისას, 50 %– მა სიტყვების გამოწერა დაასახელა და წერის გაუმჯობესებისთვის სასურველ აქტივობად კარნახით წერა ამჯობინეს, სხვა მრავალფეროვან აქტივობებზე მხოლოდ ცოტამ თუ გაამახვილა ყურადღება( პროცენტული მაჩვენებლები დეტალურად დიაგრამზეა გამოსახული) ,რაც იმას მოწმობს,რომ მოსწავლეთა უმეტესობა ერთფეროვანი, ნაკლებად ეფექტური მეთოდით ხემძღვანელობს.

ვინაიდან ანკეტირების შედეგები გვიჩვენებს,რომ მოსწავლეებს არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული მიგნებები, რაც საკითხის დასწავლის მიზნით შედარებით მარტივი/ეფექტური მეთოდებით უკეთეს შედეგს განაპირობებდა, შესაბამისად მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ინტერესის აღძვრა და განხორციელებული ინტერვენციების შედეგიანობის დანახვება.

 


            კვლევის მეთოდები :

         კვლევის დაგეგმვა და განხორციელება,მონაცემების დამუშავება და ანალიზი შესაბამის ცოდნას,გამოცდილებას და საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს,ამ პროცესში მნიშვნელოვანია მიზანშეწონილი კვლევის მეთოდების გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად.სწორად გამოყენებული მეთოდები კვლევის წარმატებას განსაზღრავს.

კვლევის მიმდინარეობისას ობიექტური დასკვნების მისაღებად გამოვიყენე კვლევის ორივე ძირითადი მეთოდი,როგორც თვისებრივი ( დაკვირვება, ფოკუს –ჯგუფი) ,ასევე რაოდენობრივი ( ანკეტირება–წერილობით გამოკითხვა).

თვისობრივი კვლევის მეთოდი იძლევა საშუალებას დავაკვირდეთ ისეთ ნიუანსებს, რომლებიც შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს რაოდენობრივი მეთოდის დროს. თვისობრივი მეთოდის დროს აუცილებელია გავცეთ კითხვებს პასუხი, რატომ?, როგორ?, ხოლო რაოდენობრივი კვლევის ,მეთოდები მათემატიკური სიზუსტით


გვაძლევს პასუხებს კითხვებზე რა? , რამდენი?. ორივე მეთოდი კვლევის პროცესში თანაბრად მნიშვნელოვანია.

ინფორმაციის შეგროვების მიზნით დაკვირვება ყველაზე ხშირი და გავრცელებული მეთოდია პედაგოგიურ პრაქტიკაში.რაც მკვლევარს აძლევს საშუალებას უშუალოდ ადევნოს თვალი მიმდინარე მოვლენას და არ დაეყრდნოს სხვისგან მოწოდებულ ანგარიშს. დაკვირვების განსაკუთრებული სიძლიერე იმაში მდგომარეობს ,რომ გაცილებით ვალიდური ანუ აუთენტური მონაცემების მოცემა შეუძლია ვიდრე სხვა მეთოდებს . გამოვიყენე როგორც უბრალო ,ასევე ჩართული დაკვირვების ტიპები. ვაკვირდებოდი მოსწავლეთა თანამშრომლობას, მათ დამოუკიდებლად მუშაობას, რამდენად ადეკვატურ და მიზნის შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებდნენ ;ჩართულ საჭიროების შემთხვევაში მივმართავდი ჩართული დაკვირვების მეთოდს(აღწერითი დაკვირვება,მაგ: თემა –მოსწავლეთა თანამშრომლობა). დაკვირვების შედეგებს სისტემატურად ვინიშნავი „ კვლევის დღიურში“

მოსწავლეთა სურვილების გათვალისწინებით შევქმენი ფოკუს–ჯგუფი,ეს მეთოდი საშუალებას აძლევს ყველა მონაწილეს თავიანთი აზრი თავისუფლად გამოთქვან

.ერთერთმა მოსწავლემ წარმატებით შეითვისა მოდერატორის ფუნქციაც,შესაბამისი გეგმით გაუძღვა დისკუსიას. „ჯგუფურ დისკუსიის“ დროს შეინიშნებოდა მაღალი ჩართულობა.მონაწილეთა გულახდილობა ხელს უწყობდა კვლევის მიზნის სწორ ფორმულირებასა და საჭირო მიმართულების მიცემას ,ვიყავი აქტიური მსმენელი, აუცილებლობიდან გამომდინარე მოსწავლეებს ვაძლევდი რჩევებს, ხან ითვალისწინებდნენ, ხან მუდმივად ერთი მოსწავლე გამოთქვამდა უკმაყოფილებას, ცდილობდა საკუთარი საპირისპირო აზრის მთელი კლასისათვის თავს მოხვევას; რა თქმა უნდა მის სურვილებსაც ითვალისწინებდნენ დანარჩენები ,მაგრამ უფროხშირად პოლემიკაში შედიოდნენ მასთან, ასეთ დროს ვცდილობდი სიტუაციის დაბალანსებას, მოსწავლეებს ცალცალკე , გაკვეთილების შემდეგ , არაფორმალურ გარემოში ვესაუბრებოდი, უმეტეს შემთხვევაში ვაღწევდი ერთმანეთის აზრისადმი პატივისცემის გამოხატვას.

ვინაიდან დისკუსია სამუშაო ხმაურით მიმდინარეობდა ,მოსწავლეებისთვის კომფორტული მდგომარეობის შექმნისა და გამჭვირვალე შედეგების მიღების მიზნით,ფოკუსჯგუფის შედეგად მოპოვებული მონაცემების, კიდევ უფრო მეტად, შევსებისა და დაზუსტებისთვის, გამოვიყენე რაოდენობრივი მეთოდი– ანკეტირება, რომელიც კითხვარის გამოყენებით წარიმართა. ანკეტირების დროს რესპონდენტი ნაკლებად ექცევა სხვისი აზრის გავლენის ქვეშ, თავად კითხულობს შეკითხვებს და თვითონვე აღნიშნავს პასუხებს, რომლებსაც ეთანხმება. მეტი სანდოობის თვალსაზრისით გამოკითხვა ანონიმური იყო, მოსწავლეებს მივეცი საშუალება თამამად დაგულწრფელად ეპასუხათ კითხვებისთვის. შეკითხვები დახურული ტიპის იყო. მოსწავლეებს გააზრებული ჰქონდათ კვლევის სარგებლიანობა და მნიშვნელობა, კითხვარი ხალისით შეავსეს. რაოდენობრივი კვლევის მეთოდები ობიექტური რეალობის წვდომის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა.


ამრიგად, კვლევის წარმატებულობისა და გადადგმული ნაბიჯების ადეკვატურობის განსაზღვრისთვის გამოყენებული მეთოდები შედეგების განზოგადების საშუალებას იძლევას . რაც გულისხმობს მუდმივ ურთიერთობას დაკვირვებასა და ახსნას შორის, ფაქტების უწყვეტ მოპოვებას ახსნის შემოწმების მიზნით, ამის საფუძველზე მიმდინარე პროცესების შემდგომ დახვეწას და ა..

 

            ლიტერატურის მიმოხილვა

თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად დღეს ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა აუცილებელ პირობას წარმოადგენს საგანმანათლებლო რეფორმებისა და სწრაფად განვითარებად, კონკურენტუნარიან სამყაროში. უცხო ენის სწავლების აუცილებლობა მოითხოვს ლექსიკური მარაგის ცოდნას, რომელიც მართლწერის ნორმების გარეშე წარმოუდგენელია,მართალია არსებობს ვებგვერდები, ე.წ. spelling checker”- ები, რომელთაც გააჩნიათ სიტყვის წერის პროცესში შესწორების ფუნქცია, “word”- ის პროგრამაც მიუთითებს არასწორად დაწერლ სიტყვაზე,რაც მართლწერის ცოდნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მართალია კემბრიჯის უნივერსიტეტის ლინგვისტური დეპარტამენტის კვლევის თანახმად სიტყვის ხატის ამოცნობით შესაძლებელია წავიკითხოთ ესა თუ ის სიტყვა, მთავარია პირველი და ბოლო ასოები სწორად ეწეროს, მაგრამ გამართული მართლწერა სწორად კითხვისა და წერის აუცილებელი პირობაა.

წერის გარკვეული წესები და ნიმუშები(შაბლონები),სტრუქტურები მართლწერის სირთულეების დაძლევაში ეხმარება ინგლისური ენის შემსწავლელს. მართლწერის სწავლა არაა ადვილი,ხანგრძლივი პროცესია ,მაგრამ სტრუქტურების ცოდნა ამარტივებს ამ სირთულეს,მაგ:სიტყვებში გაორმაგებული თანხმოვნები გავლენას ახდენს ხმოვნების წარმოთქმის ხანგრძლივობაზე.მათთვის ვისთვისაც მშობლიურია ინგლისური ენა, ასეთი სიტყვების თითოეული მარცვლის ბოლო ხმოვანს წარმოთქვამენ მოკლედ, ღია მარცვალში კი უფრო გაბმულად ისმის ესა თუ ის ხმოვანი.... მართლწერა გვეხმარება სწორად წავიკითხოთ ,განსაკუთრებით ისეთი სიტყვები,რომელთაც აქვთ ერთნაირი გამოთქმა: rain, rein, reign და მისთ. როგორც ზემოთ აღვნიშე არსებობს სიტყვის კორექტირების პროგრამები,(თუმცა ფასიანია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა)მაგრამ მათზე დაყრდნობა უმართებულო იქნება, სრულყოფილ შედეგს ვერ მოგვცემს. მაგ: თუ ავტორმა does-ის ნაცვლად დაწერა dose, პროგრამა ორივე სიტყვას სწორად აღიქვამს და შეცდომის მიმანიშნებელ წითელ ხაზსს არ გაავლებს, რაც დააბნევს მკითხველს, რადგან სიტყვის მნიშვნელობა შეუსაბამო იქნება შინაარსთან.სწორედ სტრუქტურის არ ცოდნა ართულებს სწორად წერას,


დაკვირვებამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები ამ მიზეზის გამო სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებებს არ ასრულებდნენ ან მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდნენ, შესაბამისად მათი მომავალი წარმატებისთვის საჭიროა ორიენტირება, გაძლიერება ამ მიმართულებით, სტრუქტური ათვისებაზე მუშაობა აუცილებელია , რომ მოსწავლემ შეძლოს სწორად წერა, ამოიცნოს მოსმენილი სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა და წერით მეტყველებაში არ დაუშვას შეცდომები.

წერა ინდივიდუალური პროცესია. ცნობილი ფილოსოფოსი დ. კლუსტერი წერითი მეტყველების განვითარებაში გამოყოფდა ხუთ ძირითად პროცესს: ინდივიდუალობას, მოტივირებულობას, სირთულის გააზრების აუცილებლობას, საკითხის გადაჭრის უნარსა და არგუმენტირებულობას. აღნიშნული კვლევაც ხუთივე პრინციპს გულისხმობს, მთავარია მოსწავლეებს შევთავაზო, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხები , მეთოდები, აქტივობები, რომლთა შორის თვითონ ინდივიდუალურად იპოვიან მათთვის მოსახერხებელ გზას.’

წერის სწავლება და სიტყვების მართლწერა მჭიდროდაა დაკავშირებული ფონეტიკასა და ორთოგრაფიასთან, რომლის საფუძვლიანი გაცნობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ინგლისური ენის სწავლებისას.

როგორც გრამატიკული სახელმძღვანელოები გვამცნობს, ფონოლოგიური უნარი გულისხმობს სიტყვის შემადგენელ ბგერებსა და მარცვლებზე ფოკუსირებას,წერის სწავლების სტრატეგიაა სიტყვებში ასოთა თანმიმდევრობების ,თავსართ– ბოლოსართების , ბგერების ერთმანეთზე გადაბმის, სიტყვების ბგერებად და მარცვლებად დანაწევრების ,სიტყვათწარმოების სწავლებაზე ორიენტირება . მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე სჭირდებათ გარკვეული საბაზო ცოდნა, ფონოლოგიური უნარების განვითარება იმისათვის, რომ მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეები დაძლიონ.

რაც შეეხება ორთოგრაფიულ თავისებურებებს, ინგლისური ენის ორთოგრაფიას

„დეფექტურს“ უწოდებენ, რისი მიზეზიც , როგორც აღვნიშნეთ მორფოფონემიკურია

, ენაში საკმარისი რაოდენობის ასოების არ არსებობის გამო ყველა არსებული ფონემის ჩასაწერად გამოიყენება დიგრაფები (ასოთშენაერთები: th , ch, oo, sch ,qu, ck….) , შემადგენელი დამწერლობითი ნიშნები, რომელიც შედგება ორი ასოსაგან – დამწერლობაში ფონემების და მათი ძირითადი ვარიანტების აღსანიშნავად , იშვიათად ტრიგრაფები, სამი ასოსაგან შემდგარი დამწერლობითი


მონაცემთა ანალიზი:

 

 

შედეგები წარმოდგენილია დიაგრამების სახით , კვლევის საწყის ეტაპზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა ,რომ მოსწავლეები მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე დგანან.პრობლემის გამომწვევი ერთ–ერთი ( გამოკითხვის შედეგების მიხედვით) მიზეზი შეიძლება იყოს ,ისიც ,რომ მოსწავლეები მცირე დროს უთმობენ სიტყვების მეცადინეობას. გამიკითხა 28 მოსწავლე, პრობლემებია სიტყვის გამოთქმის სწორად აღქმაში,რაც მართლწერის სტრუქტურის დაბალი ცოდნითაა განპირობებული,უმრავლესობა მიმართავს მართლწერის სწავლების ერთი და იგივე მეთოდს“ სიტყვების ხაზებზე გამოწერას“,რომელიც არაეფექტურია თუ მოსწავლე არდაუკვირდა ასოთა თანწყობას,უმეტესად ასეც ხდება.ავტომატურად,მეხსიერების ძალდატანების                                                               გარეშე                        გამოწერენ სიტყვებს,შესაბამისად                       ამგვარი                      მუშაობის                                                                                  შედეგიც არასახარბიელოა,ზოგიერთვისთვის სირთულეს სიტყვების წარმოთქმისა და წერის აცდენა წარმოადგენს,აგრეთვე ერთნაირი გამოთქმის სიტყვებიც დაბრკოლებააა.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მოსწავლეთა უმრავლესობა ისევ ჩვეული მეთოდით („ სიტყვები გამოწერა“) ამჯობინებდა მეცადინეობას, დიდი ხალისით ასრულებდნენ და ითხოვდნენ კარნახით წერას. რა თქმა უნდა კარნახი მართლწერის გაუმჯობესების ხერხია და ხელს უწყობს ბგერასა და ასოს შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცოდნის განმტკიცებას,მაგრამ ამ მეთოდს სიტყვების წინასწარი დასწავლა ამართლებს,ხოლო ყველა სიტყვის მართლწერის დაზეპირება შეუძლებელია.

ფოკუსირებულმა დაკვირვებამ გამოავლინა,რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ან ცოტა დროს უთმობენ მართლწერას ან საერთოდ არ ასრულებენ არანაირი მეთოდით მართლწერის სავარჯოშოებს. ამ ფაქტორს შესაძლოა მათი თვითშეფასება განაპირობებდეს. დაბალი თვითშეფასება მოქმედებს ზოგადად სწავლის ხარისხზე,თუმცა ეს საკითხი ცალკე კვლევის საგანია.

განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო და სრულად შეესაბამებოდა კვლევის მიზნებს,თანამედროვე სწავლების მოთხოვნებს,თუმცა სასწავლო პროცესის ასე მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთვა ხშირად ვერ ხერხდება( გარკვეული მიზეზების გამო),რადგან მოითხოვს დამატებით რესურსებს, წინასწარ მომზადებას, დროის დეფიციტის გამო ძნელია ბეჭდური მასალის მობილიზება. ამრიგად მონაცემთა ანალიზმა საინტერესო შედეგები მომცა .

 

            ინტერვენციები (ჩარევა)


მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით შერჩეული აქტივობის –„ სიტყვების გამოწერა“ ( დანართი 1) პარალელურად დავგეგმე სხვა მრავალფეროვანი ინტერვენციები,რომელიც ეყრდნობოდა კითხვარის მონაცემთა ანალიზის შედეგებს.მოსწავლეებმა არსებული პრობლემის დასაძლევად ისევ „ გამოწერის“ მეთოდი ამჯობინეს,რომელსაც ისედაც მიმართავდნენ,მაგრამ ან არასწორად იყენებდნენ, ან შედეგებიდან ჩანს ,რომ არაეფექტურია.შევიმუშავე სახალისო აქტივობები და თითოეული თემის დასრულების შემდეგ ვაწვდიდი კონკრეტულ დავალებას ტესტების სახით. პირველად დავურიგე კროსვორდები ( დანართი 2 )

, არეულ უჯრებში/ასოებში უნდა მოეძებნათ ნაცნობი,ნასწავლი სიყვები.მარტივად გაართვეს თავი.მეორე თემის გავლის შემდეგ თვითონ უნდა შეექმნათ კროსვორდი და გაკვეთილზე წყვილებს უნდა გაეცვალათ ერთმანეთისთვის, ეს ჩარევა ნაკლებ ეფექტური გამოდგა. გაუჭირდათ კროსვორდის ამოხსნა ,რადგან ეს დავალება მოითხოვს ლექსიკურ,გრამატიკულცოდნას . სწორად არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული კითხვები და უჯრების არაზუსტმა რაოდენობამ არევ–დარევა გამოიწვია.

პარალელურად კლასის მოთხოვნით ვაწერინებდი კარნახს,რომელმაც მოსწავლეებში ინტერესი აღძრა,გაზარდა ჩართულობა.(დანართი 1.). თვითონ ნიმუშის მიხედვით                            ამოწმებდნენ                              ნაწერებს,ითვლიდნენ                                             სწორი                              პასუხების რაოდენობას,გადაჰყავდათ                                               პროცენტებში და თვალს ადევნებდნენ დინამიკას.პროცესი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და ხალისით მუშაობდნენ.

პირველი სემესტრის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგები აღვნუსხეთ ცხრილის სახით. დავგეგმე მომდევნო თვეების განსახორციელებელი აქტივობები. „ “Jumbled Words”(დანართი 3) მოცემული ასოებით შეადგინე სიტყვები)აქტივობა კიდევ უფრო სახალისო და ეფექტური აღმოჩნდა. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ახალ–ახალი სიტყვების მოფიქრებასა და რაოდენობის გაზრდაში. დაკვირვებამ მიჩვენა ,რომ განსხვავებული მეთოდებით მუშაობამ გაზარდა მოტივაცია,ჩართულობა და შედეგებიც გაუმჯობესდა.დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც მონდომებით ცდილობდნენ დავალებების შესრულებას.

მართლწერის ხარისხის გაზრდის მიზნით დავგეგმე გაკვეთილი სიტყვათწარმოების ( დანართი 4) შესახებ,გავაცანი მარტივიდან რთულისკენ პრეფიქს –სუფიქსების გამოყენების ხერხები, გაკვეთილზე მაღალი აქტიურობა იყო :

გაკვეთილის მსვლელობა

·         გამოწვევა

·         წინარე ცოდნის გააქტიურება ( არს. სახელის, ზედსართავი, ზმნის... მაგალითების დასახელება)

·         ტექსტის დარიგება ( ნაწარმოები სიტყვების ამოცნობა, ამოწერა ,გადმოტანა ფურცელზე. სახალისო შეჯიბრი–რომელი ჯგუფი იპოვიდა ყველაზე მეტი რაოდენობის სიტყვას განსაზღვრულ დროში.

·           პრეფიქს სუფიქსების დახარისხება მეტყველების ნაწილების მიხედვით


·         Fill in the Gap –გამოტოვებული სიტყვის სწორი ფორმით ჩასმა წინადადებაში( განმტკიცება)

·         შეჯამება

·         შეფასება

გაკვეთილი ნაყოფიერი იყო,მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დავალებას. შემდეგი  ინტერვენციად  გამოვიყენე  სიტყვების  რედაქტირება  (დანართი  5)

საინფორმაციო ტექსტში უნდა მოეძებნათ შეცდომით დაწერილი სიტყვები და გაესწორებინათ, ამ დავალების შესრულება მოითხოვდა მაქიმალურ ჩართვას,ყურადღების მობილიზებას,სიტყვებზე დაკვირვებას . ვთვლი ,რომ თითოეული ჩარევამოცემულ ეტაპზე დროული და საჭირო იყო, ემსახურებოდა კვლევის მიზნების მიღწევას. მკვეთრად შეუწყო ხელი კლასში მართლწერასთად დაკავშირებული არსებული მდგომარეობის გაუჯობესებას.

 

           ინტერვენციების შედეგები,რეკომენდაციები:


    მართლწერის დახვეწის პრობლემა ,რა თქმა უნდა სრულად დაძლეული არაა,რადგან ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია,განხორციელებული ინტერვენციები მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა,განსაკუთრებით ჯგუფური,წყვილებში მუშაობა იყო საინტერესო და სასურველი შედეგის მომტანი, თუმცა ზოგიერთი ინდივიდუალურად უკეთეს შედეგს ღებულობს, კვლევის დღოს გათვალისწინებული იყომთლიანი კლასის საჭიროებები და სურვილები,კვლევამ აშკარად გამოასწორა პრობლემა,მაგრამ კიდევ საჭიროა ინტენსიური და მუდმივი მეცადინეობა აბსოლიტური შედეგის მისაღებად, ამიტომ მოსწავლეებს რეკომენდაციის სახით დამატებით მივაწოდე( ჯგუფში გავუზიარე) მართლწერის სასწავლო ვიდეოები ( სხვადასხვა ხერხითა და მეთოდის გამოყენებით –უცხო ენაზე),აგრეთვე შეარჩიონ მათთვის მოსახერხებელი და ეფექტური მეცადინეობის ფორმა,რომ საფუძველი უფრო განმტკიცდეს და მყარი ცოდნის დაშენება იყოს შესაძლებელი.





შემაჯამებელი გამოკითხვა:

შემაჯამებელი კითხვარის შევსება კვლევის ბოლო ეტაპზე გადავწყვიტე( ღია ანკეტირების ფორმით).კითხვარის შვსებამ სრული სურათი მომცა კვლევის სწორი


მიმართულებით ჩატარებისა და გამოყენებული ინტერვენციების ეფექტურობის შესახებ. შედეგების ანალიზი დამეხმარა დამედგინა განხორციელებული ამოცანებიდან რომელი მეთოდით მუშაობა აღმოჩნდა შედარებით ნაყოფიერი,როგორ გაუმჯობესდა მოსწავლეთა არსებული ცოდნა,მოსწავლეებს კვლვამ დადებითი შედეგი მოუტანა, შეცვალეს მეცადინეობის ძველი მეთოდი ,გაიაზრეს საკვლევი საკითხის მიდგომები, სტრატეგიები და მოირგეს მათთვის მოსახერხებელი მეთოდები,რომლებიც გაუადვილებდათ მართლწერის სწავლას, უფრო თავდაჯერებულნი და მოტივირებულნი გახდნენ. გამოკითხული მოსწავლეებიდან ორისთვის კვლევა უინტერესო და დამღლელი პროცესი აღმოჩნდა. რადგან სასწავლო პროცესი სრულდება სხვა მეთოდების შემუშავებისთვის და განსხვავებული მიდგომების ძიება/ გამოცდისთვის პრაქტიკულად დრო არ გვრჩება,შესაბამისად ამ მოსწავლეებთან საკითხის სირთულე ისევ სირთულედ რჩება, ( დაბალი აკადემიური მოსწრების გამოც)თუმცა რეკომენდაციების სახით რამდენიმე პრაქტიკული რჩევა და სასწავლო რესურსების ინტერნეტმისამართები გავაცანი,რომმოსინჯონ და გამოიყენონ დამოუკიდებლად.

 

 

დეტალური შედეგები წარმოდგენილია დიაგრამების სახით:

 



 



 

         კვლევის შედეგების შედარება:

 



 

 

 

 

კოლეგებთან გაზიარება

 

კათედრის სხდომაზე კოლეგებს წარვუდგინე კვლევის ანგარიში .მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემები ყველა მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესში სირთულეს წარმოადგენს,როგორ რა საშუალებით,რა გზებით გაუმარტივოს მოსწავლეებს სიტყვების დასწავლა. გავმართეთ დისკუსია ,მოვისმინე მათი აზრი, რჩევები კიდევ რა მეთოდებითაა შესაძლებელი მართლწერის დახვეწა.მოიწონეს ჩემ მიერ გამოცდილი აქტივობები,ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, ინტერნეტ რესურსები მოცემული საკითხის ირგვლივ.გამოყენებული მასალები თვალსაჩინოდ ასახავს კვლევის დადებით შედეგებს.



დასკვნა



   პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარების საჭიროება და გამოყენებული მეთოდები,აქტივობები ემსახურებოდა მართლწერის ნორმების უკეთ დაუფლებასა და დახვეწას ,ინგლისური ენის სწავლებისას სიტყვის სწორად წერის მნიშვნელობის გააზრებას. კვლევამ დადებითი შედეგი გამოიღო , კვლევის წარმოება მნიშვნელოვანი პროცესი იყო ჩემი პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის , საკითხის ღრმად შესწავლა ,დამუშავება,პრობლემაზე ორიენტირება დამეხმარა ხელი შემეწყო მოსწავლეებისთვის ეპოვათ მათთვის მოსახერხებელი მეთოდი ,რომელიც უფრო ეფექტური იქნებოდა სირთულის დასაძლევად.მოსწავლეთა მოთხოვნით შეთავაზებული აქტივობებიდან ვარჩევდი მათთვის სასურველს,რამაცჩართულობის ხარისხი და მოტივაცია გაზარდა.

ამრიგად კვლევამ თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე,თავისი არსით გავლენა იქონია მონაწილეებზე. მოსწავლეებმა ენის სწავლების მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს,შეთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობები უმრავლესობის ინტერესებს ითვალისწინებდა და მართლწერის დახვეწისკენ იყო მიმართული. რაიმე შემაფერხებელი გარემოება არ ყოფილა, არამედ კვლევამ გააუმჯობესა მართლწერის სწავლის ხარისხი, რა თქმა უნდა კიდებ ბევრიმუშაობაა საჭირო სირთულეების სრულად დაძლევისთვის,რადგან მართლწერა ჯაჭვურ კავშირშია წარმოთქმასთან,ლექსიკური ცოდნის,გრამატიკისა და მოსმენის უნარებთან, რომლების ცალკე მომავალი კვლევის საკითხია და ღრმა გააზრებასა და ანალიზს ითხოვს.

ბიბლიოგრაფია:

1.    ინტერნეტგაზეთი,დარეჯან კვიმსაძე, 8 ივნისი,2017 წ,“მოსწავლეთა წერითი მეტყველების სირთულეები“ http://mastsavlebeli.ge/?p=14475

2. ეკატერინე ყიფიანი, „დისლექსიაბავშვებში „ 22 თებერვალი, 2016 წ. http://mastsavlebeli.ge/?p=9118

3. გიორგი გახელაძე, სოფიკო ლობჟანიძე, მანანა რატიანი , 2011 წელი, „ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი“.

4.      Susan Jones, M. Ed. 2/2009The Importance of Spelling https://www.spellingcity.com/importance-of-spelling.html

5.      Liz Dunoon , “Dyslexia Daily” 8 მაისი, 2015 წელიhttps://www.youtube.com/watch?v=70hoV-YYRkE

6.      Jenifer “Spelling Technique for Dyslexic” 2 თებერვალი,2011 წელი(გვ.13– 25)https://www.youtube.com/watch?time_continue=545&v=-CpZAH6elIc

7.       Emily Drabble „How to teach ... spelling „ 20 მაისი,2013 წელი https://www.theguardian.com/education/2013/may/20/spelling-classroom-teaching-resources


8.      Bonnie Terry „Spelling Activities Solve Spelling Problems“ 17 მაისი, 2017 წელი https://www.bonnieterrylearning.com/blog/spelling-activities-solve-spelling- problems/

 

 

          რეფლექსია

 

მართლწერასთან დაკვაშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი შემცირების მიზნით ქ.თბილისის დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე( VIIკლასში) 2017–2018 სასწავლო წელს ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: „ინგლისური ენის მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის კვლევა ხელშემწყობი სტრატეგიების დადგენის მიზნით“

ძირითადი მიზანი იყო დამედგინა რა უნარ–ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები მართლეწერის სახითხებთან დაკავშირებით,როგორია მათი ფონური ცოდნა და როგორ შევუწყო ხელი მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დასძლევაში.

მართლწერის სირთულე ინგლისური ენის სწავლების პროცესში ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მართლწერის სწავლება კომპლექსური, ხანგრძლივი პროცესია და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული , რომელთა დადგენა და შესაბამისი გადაჭრის გზების ძიება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასწავლო პროცესში, აქედან გამომდინარე კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის ვთვლი,რომ საინტერესო იქნება,რადგან შედეგები დადებითი იყო და მოსწავლეებში მართლწერის ცოდნის დონე გაუმჯობესდა.

2017 წლის ოქტომბერში დავიწყე კვლევა. გრძელდებოდა 7 თვის მანძილზე. კვლევის პროცესში აქტიურად გამოვიყენე დაკვირვების მეთოდი, უბრალო და ჩართული დაკვირვების ფორმები. რომლის მიზანი მოსწავლეთა ინტერესების დადგენა და მათი ხელშეწყობა იყო. პრობლემის შესწავლის პირველ ეტაპზე შვქმენი ფოკუს–ჯგუფი, რომ გამეგო მოსწავლეთა ფონური ცოდნა საკვლევ საკითხთან დაკავშირებით მიღებულმა თვისობრივმა ინფორმაციამ, ჯგუფური დისკუსიის დროს წამოჭრილმა საკითხებმა თუ აზრთა სხვადასხვაობამ განაპირობა გამოკითხვის ჩატარება.ანკეტირება იყო ანონიმური,წარვმართე                                       დახურულ                პასუხებიანი         კითხვარის გამოყენებით, დიაგნოსტიკური ტესტირება და ზემოთ აღნიშნული მეთოდები დამეხმარა პრობლემის არსის განსაზღვრაში. გამოყენებულმა ინტერვენციებმა დადებითი გავლენა იქონია მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაზე.მათთვი სასარგებლო იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა, კარნახით წერა, Jumbled Words, რედაქტირება,სიყვათწარმოების გაკვეთილები,კითხვარების შევსება...

კათედრის სხდომაზე კოლეგებს წარვუდგინე კვლევის ანგარიში .მართლწერასთან დაკავშირებული  პრობლემები  ყველა  მასწავლებლისთვის  სასწავლო  პროცესში


სირთულეს წარმოადგენს,როგორ , რა საშუალებით, რა გზებით გაუმარტივოს მოსწავლეებს სიტყვების დასწავლა. გავმართეთ დისკუსია ,მოვისმინე მათი აზრი, რჩევები კიდევ რა მეთოდებითაა შესაძლებელი მართლწერის დახვეწა.მოიწონეს ჩემ მიერ გამოცდილი აქტივობები,ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, ინტერნეტ რესურსები მოცემული საკითხის ირგვლივ.გამოყენებული მასალები თვალსაჩინოდ ასახავს კვლევის დადებით შედეგებს.

     მიღებული უკუკავშირი ძირითადად დადებითი იყო,თუმცა ზოგიერთი მიიჩნევდა,რომ  პრობლემის             დაძლევა            დამოკიდებულია    მოსწავლეთა მონდომებაზე,დამოკიდებულებაზე( ეს ვფიქრობ ცაკლე კვლევის საკითხია), სახემძღვანელოებშიც მოცემულია დავალებები მართლწერის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, შესაბამისად განხვავდებიან დასწავლის/ ათვისების დონით, ამიტომ სასწავლო პროცესის სხვადსხვა აქტივობებით გამრავალფეროვნება მიგვიყვანს მიზნამდე,მთავარია ამ ხანგრძლივ პროცესში ინტენციურად ვეძიოთ ის სწორი მიგნებები ,რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება , მიღებული რეკომენდაციის მომავალში გათვალისწინება აუცილებელი ,რომ სასწავლო პროცესზე დადებითი გავლენა იქონიოს.

ჩატარებულმა კვლევამ კარგი გამოცდილება მომცა.მიმაჩნია ,რომ შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა.რა თქმა უნდა სამუშაო პროცესი რთული აღმოჩნდა,რადგან საკმაოდ შრომატევადი და დატვირთული იყო მასალებით მონაცემები გამოქვეყნებულია მოსწავლეებთან შეთანხმებითა და ნებართვით.

 

 



             დანართები

 

 

დანართი N2

კროსვორდი

 

 

 

r

s

w

i

b

o

t

t

l

e

o

u

r

i

t

e

g

u

p

q

v

r

c

k

f

r

o

m

a

p

a

n

x

k

v

a

h

m

p

o

f

a

v

i

s

i

t

o

r

s

m

m

a

n

u

a

r

y

i

s

a

e

j

j

t

c

c

w

l

s

y

r

o

b

a

d

o

k

z

e

u

b

i

r

t

h

d

a

y

u

b

u

i

l

d

i

n

g

h

g

 

 

1.     it’s  like a bag (8)

2.     some construction(8)

3.     happy….(8)

4.     Your …… singer, movie star.(9)

5.        When you can understand the answer(5)

6.     Name and…. Of the person(7)

7.     A ….for milk(6)

8.     Preposition (4)

9.     Guests who visit some places.(8)

10. The forth month of the year.(5)

11. The first month of the year.(7)

12. The fifth month of the year.(3)

13. You can find countries and towns on it(3)

1.  _ _ _ _ _ _ _ _                                 7 –


2.    _ _ _ _ _ _ _ _                                8. _ _ _ _

3.  _ _ _ _ _ _ _ _                                  9. _ _ _ _ _ _ _ _

4.  _ _ _ _ _ _ _ _                                  10._ _ _ _ _

5.  _ _ _ _ _ _ _ _ _                               11._ _ _ _ _ _ _

6.  _ _ _ _ _                                           12._ _ _

 

 

 

 

დანართი 3                                  Name                                    Surname


Make as many words as possible by using these letters. You have to use one letter only once ( Work in Pair )

1       a c e f r s t


 

 

2.       b  d e i l l m o


 

 

3.       a a c c  e  l k o m r


 

 

4.       a  d e g h i r u


 

 

5.       a e n p r t


 

 

6.     a e g i l n  r t u


 

 

7.   a c e e i n  l l  t v


 

 


8.    a b e e i s t u w


 

 

 

 

 

Amount of the words                                       correct form of the words according its spelling

 


 

დანართი 4


Word formation


 

Fill in the gap with the appropriate form of the word:

1.     You can get good........................... at school. ( educate)

2.     I’m only a....................... , I’m not expert. ( begin)

3.     Tom is an........................... in this sport club. ( instruct).

4.     I like this.......................... on the wall. ( décor)

5.     This cat’s........................ is amazing. (act)

6.     This film is so........................ ( interest)

7.        Dad was so........................... ( amaze)

8.     Be………………. (care)! it’s dangerous.

9.     This is my.......................... information .( person)

10.   This............................... fact is well known in the world. ( history)

11. He is going to enter the........................ university. (medicine)

12. It’s....................... accident in the street, none of them are wounded.

(believable ) .

13.   Teacher give us notes about a...................... gum . (chew)

14.   We have got some interesting...................... traditions in our country. (

nation)

15.   Passing exams means your..................... ending of school. (success)


ზედსართავი სახელის მაწარმოებელი ბოლოსართია Ful- meaningful, useful, colorful….

Al – political , historical , logical….

Ing- (უსულო საგნებთან) exciting, amazing, introducing, coloring…

 

არსებითი სახელის მაწარმოებელი ბოლოსართებია :

Er, or - აღნიშნავს, პიროვნებას,პროფესიას... writer, reader, interpreter,actor, director….

Tion- dictation, location, communication, conversation….

 

 

Find out some word build in the text:

 

One day I decided to go to the park for the rest, it was calm day. There was not anything interesting there, but I did not go to the noisy place for entertaining, because I felt something unusual happened , the sun was shining and the bird singing was so pleasant, that I close my eyes and began thinking, in my imaginative world an intelligent prince came to me too close and ask me to get married , I was surprised , it was unexpected for me, I heard his voice so beautiful and calm, that I fall in love with him at once, I liked this unreal moments, as if I was in the dream, at that time I felt the sun warmness on my face and tried to wake up, it was unbelievable , my sweetheart was standing in front of me , with a huge bunch of flowers in his hands and waited for me. He asked me to get married, I did not know what to do, I could not clarify it was still dream or … what a wonderful day it was!

 

 

 

1…………………………

11……………………….

2…………………………

12………………………

3…………………………

13……………………….

4…………………………

14……………………….

5…………………………

15………………………

6…………………………

16………………………

7…………………………

17………………………

8…………………………

18……………………..

9………………………...

19………………………

10……………………….

20………………………


დანართი N 5

Find 15 mistakes in spelling

 

 

One day my friend and I decided to go to the picnic , it was beatiuful Sunday and we began to prepare ,so I took my ruskcack , it is my faovurite thing to have a great time in the countryside away form the busy town ,I gathered some equipment , a boltet of water ,a molibe phone ,wabacm, a durm and a watlel because it was one of our friend’s birthday and we were going to buy something as a present .There was a calm forest near the conurty , we had a barbecue , while we were waiting to cook a meal we decided to play a game, I hid the

present and our friend had to find it, it took a little more time, evreydoby involved in this game , they were looking it for in the bushes , at the edge of the river, in the tree and so on, at last Mark found it, it was interesting play but when we returned to see if the barbecue was ready or not,what we saw, a black dog ate everithing and was lying on my srcaf, he could not move ,everything was in a

mess, Tim’s gutiar was broken , my bag was tore, a pactek of tussie was littered everywhere, we came back home hungry but got a good lesson .

1.                                             

2.                                             

3.                                             

4.                                             

5.                                             

6.                                             

7.                                             

8.                                             

9.                                             

10.                                         

11.                                         

12.                                         

13.                                         

14.                                         

15.                                         

No comments:

Post a Comment