1. 1. სასწავლო პროექტი- “
Creative Hands” იხ.მასალები
მიზანი:
მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამის
ადაპტირება
წლების წინ მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად
გამოწვევების წინაშე დავდექით , როდესაც პირველ კლასში დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა.
პროგრამა საკმაოდ რთული დასაძლევი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. სწავლის პირველ საფეხურზე
მნიშვნელოვანი იყო ანბანის დამახსოვრება, რომ სიტყვების ხატის ამოცნობა და კითხვა შეძლებოდათ.
სწავლების ამ საფეხურზე ძირითადი ყურადღება ეთმობა ზეპირმეტყველებას ,ხშირად ვასმენინებდი
სასწავლო ვიდეოებს და დასწავლილი დიალოგების ტრანსფერს წარმატებით ახერხებდნენ საკლასო
ოთახში . მიუხედავად იმისა, რომ ანბანის თანმიმდევრობით
ჩამოთვლა ყველა მოსწავლეს შეეძლო , მარტივი
სიტყვების წაკითხვა უჭირდათ, ვერ ცნობდნენ ცალკეულ ასოებს, გადავწყვიტე საინტერესოდ
და სახალისო აქტივობით მესწავლებინა , ყოველი ახალი ასოს გავლის შემდეგ მოსწავლეებს
ვაძლევდი გასაფერადებელ და გამოსაჭრელ ასოებს ( მუშაობის პროცესში აკვირდებიან ასოს
მოხაზულობას ,ფერები კი ეხმარებათ ფოტო მახსოვრობაში ხანგრძლივად შემორჩეთ ასოს ხატი)
გამოჭრილ ასოებს სკივრში ვინახავდით , ყოველი მომდევნო ასოს სწავლისას გამოფენდნენ
დაფაზე სწორი თანმიმდევრობის დამახსოვრების
მიზნით, საბოლოოდ ასოები განათავსეს „ ანბანის ხეზე“ .
შედეგი : მოსწავლეებმა მარტივად შეძლეს ასოების დამახსოვრება .“ანბანის ხის“ რესურს დღემდე წარმატებით ვიყენებ.
2. სასწავლო პროექტი- “Our Garden” ( სამიზნე კლასი II ბ) იხ.მასალები
სასწავლო პროცესის შემოქმედებითად წარმართვისა
და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით განვახორციელე პროექტი- „ ჩვენი ბაღი“ სასწავლო პროგრამით გათვალიწინებული
ბაღთან და ამინდთან დაკავშირებული ლექსიკის დასწავლის შემდეგ , მოსწავლეებმა თავიანთი
თვალით დახატული ან მათ წარმოდგენებში დანახული ბაღის „პლაკატი“ შექმნეს , რომელიც
უფროსი კლასის მოსწავლეებმა გადაიტანეს სასწავლო პროგრამა“ videoscribe”-
ში. სკოლაში აქტიურად ვატარებდი
გაკვეთილებს როგორ გამოეყენებინათ რესურსი
. მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეო გამოვიყენე რესურსად გაკვეთილზე წინარე ცოდნის
გააქტიურების მიზნით. მოსწავლეები აღტაცებას ვერ მალავდნენ
პროექტის
განხორციელებამდე გავიარე “eTwinning
“ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული
ტრენინგი : 2015 წ. 18–20 დეკემბერი– „ ციფრული თხრობის ეფექტურობა სწავლა სწავლებაში“ – ( ბაზალეთი 15სთ)
No comments:
Post a Comment