Pages

შიდასასკოლო კონკურსები

 

1.  კონკურსის განაცხადი: 

იხ. მასალები

სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქ. თბილისის #16 საჯარო სკოლაში ცხადდება კონკურსი მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის მასწავლებლების  ანნა კვარაცხელია და ხათუნა ქუმელაშვილის  მიერ თემაზე:  

„თავისუფლება - ძალა თუ უფლება?“ 

“Freedom – power or rights?” 

კონკურსის მიზანია დაადგინოს როგორ ესმით მოსწავლეებს თავისუფლების არსი, გაიაზრონ თავისუფლება, როგორც ინდივიუალური და სოციალური პასუხისმგებლობა, რამდენად წარმოაჩენენ და შეძლებენ გაავლონ ზღვარი რეალურ ცხოვრებაში იმ ძალაუფლებისათვის, რომლის ფარგლებში მოქმედებენ ნებისა და ინტერესების შესაბამისად, კანონის ფარგლებში.  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია I -XII კლასების ყველა მოსწავლეს კონკურსის პირობების გათვალისწინებით. კერძოდ,  

  1. I – VII კლასები - ნახატი/ემბლემა თავისუფლების თემაზე.  

  1. VII – XII კლასები -  

  • ესსე თემაზე „თავისუფლება - ძალა თუ უფლება?“  (60-100 სიტყვა)   

  • შექმნან თავისუფლების სიმბოლო/ემბლება  

 

კონკურსი სრულდება 2022 წლის 9 მაისს.  

გამარჯვებულები გამოვლინდებ ჟიურის მიერ შემდეგ ნომინაციებში:  

  1. საუკეთესო ესსე 

  1. საუკეთესო ემბლემა 

  1. საუკეთესო ნახატი/ჩანახატი 

გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სიმბოლური საჩუქრებით. 

 ! საკონკურსო ნაშრომის (ესსე, ჩანახატი) ენა ინგლისური.  

 

იჩქარეთ! წარმოაჩინეთ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება, შეხედულება და მოსაზრებები თავისუფლების შესახებ.




1.    2.   სასკოლო კონკურსი - „ A letter to Grandma”   - იხ. მასალები

     ( სამიზნე კლასები - V , V ბ  .   2015-16 სასწავლო წელი  )




   მიზანი :  წერითი უნარების განვითარება, წერის სტრატეგიების გამოყენება წერითი კორესპონდენციის დახვეწა- გაუმჯობესებისთვის.

          საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი წერითი ტექსტის შექმნა, წერის სტრუქტურის დაცვა ,  გაფორმება , მაორგანიზებელი ელემენტების სწორად განლაგება მნიშვნელოვანია წერითი   უნარის ჩამოყალიბებისთვის , ამასთანვე  ეროვნულ გამოცდებსა და სხვადასხვა კონკურსებში წერილის წერას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა , ერთერთი მთავარი პირობა  ნაწერის შეფასებისას არის აგრეთვე ტექსტის გარჩევადობა, ნაწერის წაკითხვა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე მიეჩვიონ წერითი კულტურის ნორმების დაცვას . ამ მიზნით  სკოლაში გამოვაცხადე  წერილის წერის კონკურსი , რომელიც წერითი სტრატეგიების შემოწმებასთან  ერთად  კალიგრაფიის ნორმების დაცვასაც ითვალისწინებდა ( ხშირად მოსწავლის ნაწერის წაკითხვა შეუძლებელია). 

  კონკურსში მონაწილეობას იღებდა მე- 5 ა, ბ კლასები , მოსწავლეებმა ნაწერები გამოფინეს სკოლის დერეფანში ( ანონიმურად ,  მინიჭებული ნომრებით ) , რომლის მიხედვითაც მთელი სკოლის მოსწავლეებმა გამოავლინეს  ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი წერილი, ხოლო წერითი მეტყველების ნორმები კი კათედრაზე შემოწმდა . გამორჩეული ნაწერის ავტორს  გადაეცა სიმბოლური პრიზი და  სერთიფიკატი.

შედეგი: მოსწავლეებში მოტივაციის აღძვრა , წერითი კულტურის ჩამოყალიბება , წერითი ნორმების გამომუშავება.

No comments:

Post a Comment