Pages

პროექტი -"ჯავახეთი" (თბილისი- ახალქალაქი...)

 

1.     პროექტი: "თბილისი- ჯავახეთი“ ( ახალქალაქი-ასპინძა - ადიგენი-ახალციხე )

 

     კულტურული და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის  2015-16 სასწავლო წელს კოლეგებთან თანამშრომლობით       დავგეგმე პროექტი „ჯავახეთი“. ( სამიზნე კლასი- VI ბ , სასწავლო ტურის ხანგრძლივობა 2 დღე )

მიზანი:

·                  ჯავახეთის  რეგიონის უძველესი ძეგლების შესწავლა და მათზე შექმნილი ნაწარმოებების განხილვა

·                  მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება

·                  პიროვნული ღირებულების ამაღლება, ჩვენი ქვეყნის დამწერლობისა და წიგნის განვითარების ისტორიული ფაქტებზე დაყრდნობით ურთიერთმეგობრობა ახალქალაქის N3 საჯარო სკოლასთან .

·                     ჯავახეთის  რეგიონის უძველესი ძეგლების შესწავლა . ელოქტრონული რესურსების შექმნა( წიგნი, გაზეთი, ბუკლეტები, ვიდეო რესურსები, ელ.რესურსი...)

სარგებელი მოსწავლეებისთვის :

Ø  მოსწავლის პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბება

Ø  თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება.

Ø  მოსწავლე გაეცნოს ცალკე და ერთ მთლიანობაში თავისი ქვეყნის ,ლიტერატურას,ისტორიას, გეოგრაფიას...

Ø  იცნობდეს საკუთარი ქვეყნის, საზოგადოებისა და რეფერენტული თემის კულტურას;

 

სარგებელი მასწავლებლებისთვის :ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, უწყვეტი კავშირი რეფერენტული  თემის მასწავლებელთა საზოგადოებასთან ,თემთან.

სარგებელი მშობლებისთვის : პროექტის ფარგლებში განხორციელებულ შემეცნებით /სასწავლო  ექსკურსიაში მონაწილეობა, კულტურული ძეგლების მონახულება, ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონის საფუძვლიანად გაცნობა...

                 ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა მოიცავდა კულტურული ცხოვრების შესახებ თემას, ქართული ენის        მასწავლებელთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს მწირი ინფორმაცია აქვთ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მხარეებზე, რადგანაც ჯავახეთზე პროგრამით გათვალისწინებული ანა კალანდაძის ლექსი „ მოდიოდა ნინო მთებით“  ისწავლებოდა ,ამასთანავე ერთ-ერთი მოსწავლე წარმოშობით ხიზაბავრადანაა , გადავწყვიტეთ ეს მხარე ავთენტურ გარემოში შეგვესწავლა. ვესტუმრეთ ახალქალაქის N3 ერთადერთ ქართულ სკოლას, ეს მხარე ეთნიკურად სომხებით დასახლებული რეგიონია, ამიტომაც პროექტი ძალზეც მნიშვნელოვანი იყო ქართული სულის გაღვიძების, ქართული ენისა და  კულტურის პოპულარიზაციისთვის.  გზად დავათვალიერეთ ფარავნის ტბის მიმდებარე ეკლესია-მონასტრები , ფოკას დედათა მონასტერი .  ახალქალაქის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ტაძრის მსახური მოსწავლეებს ესაუბრა ტაძარში დაბრძანებულ სიწმინდის- ქრისტეს სუდარას შესახებ. სკოლაში გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს , გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა, მხიარული სტარტები , ერთმანეთს გაუზიარეს აღნიშნულ კუთხესთან დაკავშირებული ცოდნა. სასწავლო/გაცნობითი შეხვედრის შემდეგ გავემგზავრეთ კულტურული ძეგლების  დასათვალიერებლად :






მარშუტი“ თბილისი–ტბა ფარავანი– ფოკას მონასტერი–ახალქალაქი (N3 საჯარო სკოლა, ტურინის სუდარა წმ. გიორგის ტაძარი)–კუმურდო–ზარზმა– ხერთვისი–ვარძია–ხიზაბავრა–ახალციხე(რაბათი)–ბორჯომი (მწვანე მონასტერი, სერაფიმ საროველის ტაძარი)–თბილისი.    





 

მასპინძელი მშობლის სოფელში ( ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიზაბავრა) მოსწავლეებს გააცნეს ადგილობრივი თემისთვის დამახასიათებელი კულტურა, დაათვალიერეს ბანიანი სახლები,კათოლიკური ტაძარი, დაესწრნენ პურის ცხობის პროცესს....  პროექტი წარმატებით განხორციელდა ქართული ენის მასწავლებლის ნონა შელიას, „ისტ:-ის მასწავლებლის - ნინო ასლამაზიშვილის, აგრეთვე   მე-16 საჯარო სკოლის  დირექტორის ქ.ნ ქეთევან რეხვიაშვილისა და ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექტორის ქ. ლელა ჭინჭარაულის ჩართულობით.


პროექტის წარმატებით განხორციელებისა და საქართველოს მნიშვნელოვან კუთხესთან საქმიანი, შემოქმედებითი, სასწავლო-შემეცნებითი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და ეთნიკურად სომხებით დასახლებულ გარემოში ქართული სულისკვეთების შეტანისთვის, დედაქალაქთან უწყვეტი კომუნიკაციის  დამყარებისა და შენარჩუნებისთვის სსიპ. დავით სარაჯიშვილის სახელობის  თბილისის N16 საჯარო სკოლამ მადლობის სიგელით დამაჯილდოვა.

სიგელი 

პროექტი წარდგენილი იყო თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში , კოლეგებთან თანამშრომლობით დავწერე პროექტის გეგმა და სხვა პროექტებთან ერთად მივიღე მონაწილეობა, მერიამ ჩვენი სკოლა გამოარჩია ყველაზე მრავალრიცხოვანი პროექტების განაცხადის შემოტანისთვის

იხ.პროექტის გეგმა

  ამავე პროექტის საფუძველზე  ჩავერთე სხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად ( ქართული ენა, ხელოვნება)  მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში : „ თავისუფალი გაკვეთილები“ , საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა პროექტის ის ნაწილი, რომელიც  ხელოვნების საქველმოქმედო  აქციას მოიცავდა, ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით , თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი თექის ნამუშევარი შექმნეს.

იხ. პროექტის გეგმა 

პროექტის ფოტოები

No comments:

Post a Comment