მონაწილე სკოლები : სსიპ -დ.სარაჯიშვილის სახელობის ქ.თბილისის N16 საჯარო სკოლა ; სსიპ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლა; სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი ( X ბ კლასი)
მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის, მოსწავლეთა შინაგანი შესაძლებლობების გამოვლენის, მოტივაციის ამაღლების და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით დავგეგმე და განვახორცილე სოციალური პროექტი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N1 და ეწერის საჯარო სკოლებთან . პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს სახელმძღვანელოში მოცემული ესგ-ით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისი თემების შესახებ მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები,“ Gateway with Tbilisi Live“, რომელის რელევანტური იყო მოსწავლეების ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ყოველდღიურობასთან , საჭირო ინფორმაციის მისაღებად გამოკითხეს თემი და გამოიყენეს სკოლის უხუცესი საზოგადოება,( ინტერვიუ ღვაწლმოსილ პედაგოგთან ) . აგრეთვე პროექტი მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის საკუთარი მისწრაფებების ცოდნა, გამოცდილებისა, ინტელექტუალური მიღწევების გამოყენებისა და ღირებულებების გაცვლის მიზნით . აღნიშნულ სკოლებში ჩატარდა პროექტ გაკვეთილები , მასპინძელმა თანატოლებმა გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება მოსწავლეებს , პროექტის გაგრძელდა არაფორმალურ გარემოში, მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების მიზნით ( დადიანების სახლმუზეუმი ქ. ზუგდიდში , ტერენტი გრანელის სახლმუზეუმი ქ. წალენჯიხაში, ენგურჰესი, ოჭანეს დედათა მონასტერი) .
სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებითა და სხვადასხვა კუთხის სკოლების დამეგობრებით დაინტერესდა ადგილობრივი ტელევიზია, ტელეკომპანია“ ჯიხამ“ საინფორმაციო ეთერი დაუთმო მონაწილეებს, ჩაწერეს ინტერვიუები, სადაც ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე .
ესგ-ით გათვალისწინებული შედეგები:
მიმართულება :
ლაპარაკი :მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას, მონაწილეობს ინტერაქციაში , ლაპარაკობს გაბმულად , იყენებს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიებს .
წერა : მოსწავლე ქმნის სარეკლამო ხასიათის ტექსტს ( ბუკლეტი- მშობლებისთვის პროექტის მიზნის, მნიშვნელობისა და შინაარსის გასაცნობად , მოსწავლის პროექტში მონაწილეობაზე ხელმოწერის დადასტურებით) ; თხზავს თხრობით ტექსტს (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება);
სწავლის-სწავლა : დამოუკიდებლად მართავს საქმიანობას, თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან .
პროექტის სარგებელი
:
1.
მასწავლებლებისთვის : თანამშრომლობაზე
დაფუძნებული სასკოლო კულტურის შექმნა , სწავლა - სწავლების ეფექტური სტრატეგიების გაზიარება(
ჩავატარეთ მასტერკლასი სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებთან ეფექტური სწავლების მეთოდებისა და რესურსების გამოყენებით ,მივაწოდეთ მატერიალური მასალებიც)
2.
მოსწავლეებისთვის : ინტერესების გათვალისწინებით შინაგანი ძალების გააქტიურება,
სამეტყველო ფუნქციების უნარის განვითარება -სოციალური ურთიერთობების , ცოდნა-გამოცდილების
გაზიარება, ცნობიერების ამაღლება, უცხო გარემოში
ადაპტირების უნარების განვითარების ხელშეწყობა .
3. მშობლებისთვის : დამოუკიდებლად ცხოვრების, გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის წარმატებით განხორციელებაში დამეხმარა 2012.10.-13.12 ტრენინგ კურსი “როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო
პროექტებზე“ 16სთ , 2012.20.12. Unique Learning:” Gateway”-თან დაკავშირებული ზოგადი მეთოდოლოგია. 2013.10.11
“ Intel Education” 36 საათიანი
ტრენინგ კურსი: “პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ–საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების ინტეგრირება“ ტრენინგის მასალებსა და ტრენინგზე შექმნილ რესურსებს
დღემდე ვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში.
ტელეკომპანია "ჯიხა" პროექტგაკვეთილის პრეზენტაციაზე
სსიპ-დ. სარაჯიშვილის ქ. თბილისის N16 საჯარო
No comments:
Post a Comment