თბილისი - კასპის რაიონი ფერმის თემი
სამიზნე
ჯგუფი - IV ბ
კლასი
დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის
მნიშვნელოვანია კულტურული იდენტურობის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, რელიგიების მსოფლმხედველობისადმი
პატივისცემა, მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ სკოლაში სწავლობდნენ
/ენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი , თურქი, ინდოელი,
ბერძენი და სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის მოსწავლეები , რომელთაც ხშირად არა
აქვთ საშუალება თანატოლებთან წარმოაჩინონ საკუთარი კულტურა. პროექტის მიზანი იყო ორი განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების(ქართულ–აზერბაიჯანული)
შესწავლა , მოსწავლეებს შორის ღირებულებების გაცვლა , ისეთი უნარების გამომუშავება , როგორიცაა ტოლერანტობა,
გაგება, უცხო კულტურის მახასიათებლებისა და მულტიკულტურული მემკვიდრეობის გათავისება/
მიღება, თანაცხოვრება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის , სამოქალაქო ინტეგრაციის
ხელშეწყობა.
სახელმძღვანელოში მოცემული თემა English
world 3 “Pear Tree Farm” მოიცავდა ცხოველებისა და ფრინველების
შესწავლას , თემის ირგვლივ შესწავლილი მასალის, დიალოგების , აქტივობების ბუნებრივ გარემოში განხორციელებას , ცხოველებისა და ფრინველების დათვალიერებას ,მათი მოვლის წესებისა და ჯიშების გაცნობა, ფერმერებთან შეხვედრა/გასაუბრებას. რესურსად
გამოვიყენე სამიზნე კლასის ეთნიკურად აზერბაიჯანელი
მოსწავლის მშობლების ფერმა კასპის რაიონის
სოფ. ფერმაში. მშობლების/ თემის თანხმობის შემდეგ ჩაინიშნა ვიზიტი . ეთნიკურად აზერბაიჯანული დასახლების მოსანახულებლად. პროექტი მოიცავდა სოფ. ფერმის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას, სწავლა-სწავლების პროცესების გაცნობას,
მათი კულტური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის
მიღებას. სკოლის დირექტორის
მოწვევით შევხვდით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავესწარით გაკვეთილებზე , სიამაყით აღნიშნეს , რომ სრულყოფილად სწავლობენ ქართულ
ენას , მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებს უჭირდათ გამართულად ქართულად საუბარი, ქართული ენისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით
მოსწავლეებთან ინტერვიუს დროს ცდილობდნენ მხოლოდ ქართულ ენაზე ესაუბრათ ტრადიციული მესაქონლეობის კულტურის შესახებ.
თემის შესაბამისი ლექსიკის განმტკიცებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარების მიზნით მოსწავლეებმა აგრეთვე სახელმძღვანელოში მოცემული
დიალოგები გაითამაშეს ინგლისურ ენაზე, მოირგეს
როლები. სკოლის საზოგადოებასთან
შეხვედრის შემდეგ სკოლის დირექტორმა შემოგვთავაზა ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის
- მეჩეთის
დათვალიერება, თბილისელმა თანაკლასელმა აუხსნა მოსწავლეებს მეჩეთში მოქცევის წესები და მოკლე ინფორმაცია რიტუალების შესახებ . განსაკუთრებით დიდი პატივითა და ხალისით გვიმასპინძლეს თანატოლის
მშობლების ოჯახში , მოსწავლეებს გააცნეს ჩაის
სმის კულტურა და წესები, დიასახლისები
ესაუბრნენ ტრადიციული კერძებისა და ოჯახში დამზადებული ტკბილეულის შესახებ
.
შედეგი: ნასწავლი სოციოკულტურის კონტექსტების ერთმანეთთან დაკავშირება ; პარალელების გავლება უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის ,თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად სასწავლო საქმიანობის მართვა ,სწავლის პროცესის წარმართვა.
სარგებელი
·
მოსწავლეებისთვის: ავთენტურ გარემოში სასწავლო პროგრამის ტრანსფერი, ეთნო-კულტურული
თავისებურებების შემეცნებითი, დიდაქტიკური კუთხით დაკვირვება, კულტურული მრავალფეროვნება, როგორც ქვეყნის
სიმდიდრე მნიშვნელობის გააზრება . ეთნიკური საზოგადოებისადმი პატივისცემა.
·
მასწავლებლებისთვის: ეთნიკური მრავალფეროვნების სასწავლო
მიზნებისთვის გამოყენება .
·
მშობლებისთვის: სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, თვითმყოფადობის
განცდა და მშვიდობიანი თანაცხოვრების
საფუძველის განმტკიცება.
გაკვეთილებზე დასწრება და გამოცდილების გაზიარება
No comments:
Post a Comment