Pages

Skype კონფერენცია

 

          ონლაინ კონფერენცია - Skype - ინსტრუმენტის გამოყენებით   

( თბილისი - ახალქალაქი )



          არაფორმალური განათლების ხელშეწყობა – პროექტ „ჯავახეთის საფუძველზე“ (  სამიზნე ჯგუფი–VI კლასი). 

მიზანი: თანამშრომლობითი სწავლების გაგრძელება

სწავლის შინაარსი:

ჯავახეთის კუთხეში ძირძველი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ ინფორმაციის შესწავლა, ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელობისა როლის გაცნობა. ონლაინ შეხვედრა ახალქალაქის N3  ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებთან , პროექტის  შედეგების გაცნობა  , სასწავლო ციფრული ინსტრუმენტის გაცნობა ( story jumper) .

      კონფერენციის  მიზანი– ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის შედეგების წარდგენა, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სასწავლო პროცესის ხელშეწყობა მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის გაზრდისთვის, უწყვეტი კავშირის სურვილი გაღვივება დედაქალაქთან.

   ონლაინ კონფერენცია  ჩატარდა   პირველად საქართველოში   ტელეხიდის ინოვაციური მეთოდით–„Skype” პლატფორმის  საშუალებით  ახალქალაქის N3 ქართულენოვან  სკოლასთან, შთაბეჭდილებებისა და მიღებული ცოდნის გაზიარებისთვის.

        დღეს არავისთვისაა უცხო ონლაინ გაკვეთილები, ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ახორციელებს დისტანციურ სწავლებას და უზრუნველყოფს სასწავლო პლატფორმით მხარდაჭერას , 2015-16 სასწავლო წელს მსგავსი ხელმისაწვდომობა სკოლებს არ გააჩნდა , საკუთარი ინიციატივით, „ისტ“ -ის მასწავლებელთან თანამშრომლობით  რამდენიმეჯერ „სატესტო“ რეჟიმში მოვსინჯეთ ონლაინ ჩართვა თბილისის N11 საჯარო სკოლის „ისტ“- მასწავლებელთან, ხარვეზების დადგენისა  და რისკების თავიდან აცილების მიზნით, რომ არ შეფერხებულიყო  ტელეხიდის დროს პროცესი . მოსწავლეებმა ჯავახეთის კუთხის შესწავლით დაგროვებული ინფორმაციაზე მოამზადეს პრეზენტაცია ელექტრონულ წიგნ „ storyjumper” – ში . კონფერენცია შეფერხებების გარეშე ჩატარდა, მიზანი მიღწეულ იქნა ინოვაციური სასწავლო მეთოდებით სასწავლო პროცესის  ხელშეწყობა მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის გაზრდისა და მათი შედეგების გაუმჯობესებისთვის.

         2017 წელს კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და კომპანია Microsoft -ის მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია , რომელიც გულისხმობდა ინფორმაციის გაზიარებას  სკაიპ გაკვეთილების ჩატარების შესახებ.  კონფერენცია საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვის მიმართულებით, ჩვენს მიერ ჩატარებული სკაიპ გაკვეთილი სრულად შეესაბამებოდა ამ მეთოდის გამოყენებით გაკვეთილის ჩატარების მოთხოვნებს . შეიძლება ითქვას დროს გავუსწარით .

No comments:

Post a Comment