კლასის დამრიგებელი 2013-2022 წწ
კლასის დამრიგებლის მოვალეობა მოსწავლეებთან მუშაობის პარალელურად ,სკოლასა და მშობელს შორის ჯანსაღი საქმიანი კომუნიკაციის წარმართვაა . 2012 წლიდან ვარ კლასის დამრიგებელი, დაგროვილმა გამოცდილებამ მაჩვენა , რომ წარმატებით ვართმევ თავს დამრიგებლის მოვალეობას , რომ წარმართოს ჯანსაღი , თანამშრომლობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია მშობლებსა და სკოლას შორის . წლების განმავლობაში ხელს ვუწყობდი პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას , შეხვედრები იმართებოდა მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებისა და სასკოლო საქმიანობაში მშობლის მიზნობრივად ჩართულობისთვის სწავლა- სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მოსწავლეთა სკოლაში ქცევის წესების რეგულირებისა, მათი ზოგადი განათლებისა და მსოფლმხედველობის ამაღლების მიზნით ვაწყობდი კლასის საათს პროგრამით განსაზღვრულ თემებზე . განიხილებოდა სხვადასხვა ძველი და თანამედროვე მწერლების შემოქმედება ( მიზანი: ქცევის მართვა , სკოლის შინაგანაწესის გაცნობა, წიგნიერების ხელშეწყობა , კულტურული გემოვნების ჩამოყალიბება და მსოფლმხედველობის გაფართოება)
No comments:
Post a Comment