Pages

სკოლათშორისი პროექტი - " Spring Comes " (თბილისი - წალენჯიხა - აფხაზეთი)

 

1.     „ გაზაფხული მოდის“  ( სამიზნე კლასი II ა )




მონაწილე სკოლები :

1.    სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქ. თბილისისN16 საჯარო სკოლა

2.    სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლა

3.    სსიპ .....  საშუალო სკოლა ( აფხაზეთი ) ( სკოლის დასახელებას მოსწავლეებისა და მასწავლებლების თხოვნით არ ვასაჯაროებთ , პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი ნამუშევრები მატერიალური რესურსის სახით გვაქვს. 

        მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისა და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით 2021-22 სასწავლო წელს დავიწყე თანამშრომლობითი ურთიერთობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლასა და  ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ხ. ...სკოლის მოსწავლეებთან ერთად(მოსწავლისა და სკოლის დასახელებას გარკვეული მიზეზით არ ვასაჯაროებ , მასალები შენახულია საცავში) .

დავუკავშირდი აღნიშნული სკოლის მასწავლებლებს და ესგ-ით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში დავგეგმეთ  პროექტი ,,spring comes”, რომელიც წარიმართა ორ ენაზე. (ინგლისურ/ქართულად.) სახელწოდება უკავშირდება სახელმძღვანელოში მოცემულ თემას( სეზონები) ,თუმცა გლობალური მოვლენების ფონზე სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, რომ ყველასთან მოვიდეს გაზაფხული, როგორც ახალი სიცოცხლის / ცხოვრების  სიმბოლო.

      პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიცნეს თანატოლები, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი მისწრაფებები და ძლიერი მხარეები,  შეხვედრები მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში „ Microsoft Teams”- პლატფორმის გამოყენებით. მოსწავლეები აგზავნიდნენ ნამუშევრებს, აქტივობების შესრულებულ მასალებს, მიღებული პროდუქტები გამოიფინა  ორივე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში.

მიზანი: 

·         სკოლებს შორის თანამშრომლობითი  ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

·         პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა  განუვითარდეთ სოციალური უნარ-ჩვევები, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია.

·         მოსწავლეთა მამოტივირებელი , პოზიტიური , კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.

·         მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა

 

სარგებელი : პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები, თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება მოსწავლეებში , ეროვნული თვითმყოფადობის გააზრება, კავშირი დამყარება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილ ქართველებთან , ქართული და ინგლისური ენის( როგორც საერთაშორისო ურთიერთობის მძლავრი იარაღის) პოპულარიზაცია

აქტივობები:

Ø  გაცნობა. პროექტის მიზნისა და ამოცანების წარდგენა.

Ø  წერილების და ფერადი ქაღალდით ,,მეგობრობის ხელების“ გამზადება ორენოვანი წარწერებით.

Ø  ,,წელიწადის ოთხი დრო“, ასე ერქვა პრეზენტაციას, რომელიც წარმოადგინეს მოსწავლეებმა ნახატის და აპლიკაციის სახით ორ ენაზე.

Ø  წერილებისა და მისალოცების პრეზენტაცია საკლასო ოთახში.

Ø   ,, თბილისური გაზაფხული“, თბილისელი მოსწავლეების 3D საგაზაფხულო დიორამების გამოფენა ეწერის საჯარო  სკოლის ეზოში და საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა.

Ø  ,,გაზაფხული სამეგრელოში“, დადიანების მუზეუმის აქტივობებში მონაწილეობა და მასალების გაზიარება.

Ø  „გაზაფხული ოკუპირებულ აფხაზეთში“ –( მასალები პირად სივრცეში ინახება) 

Ø  1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა, მოსწავლეებმა გაამზადეს მისალოცი „პოსტერები“ აფხაზეთში მყოფი ქართველი  და სამეგრელოს სკოლის  ბავშვებისთვის. სკოლის ეზოში მოეწყო ,,ასფალტზე ხატვა, ონლაინ ჩავერთეთ პროექტის მონაწილე ბავშვებს.

Ø  დაგროვილი მასალის კედელზე გამოფენა და ,,მეგობრობის ბაღის“ მოწყობა საკლასო ოთახში.

Ø  შემაჯამებელი შეხვედრა დაჯილდოებით დასრულდა, მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები სხვადასხვა აქტივობაში აქტიური ჩართულობისათვის . ასე  დავემშვიდობეთ  ჩვენს მეგობრებს მომავალ სასწავლო წლამდე.

აფხაზეთიდან მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრები მშობელთა და მასწავლებელთა თხოვნით არ გამოგვიქვეყნებია სოციალურ ქსელში, მოსწავლეებს ვაცნობდით დახურულ ჯგუფში.

No comments:

Post a Comment