Pages

საერთაშორისო პროექტები

 

   „  1. Old Culture of My Country” ( 2017 წ)  იხ. მასალები


 პროექტის  ხელმძღვანელი ქვეყანა საქართველო ( პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი - ანნა კვარაცხელია).

(მონაწილე ქვეყნები :საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პორტუგალია).

მიზანი :

·         საკუთარი ქვეყნის ძველი კულტურის შესწავლა, გაზიარება ევროპის ქვეყნის მონაწილეებთან.  უძველესი ადამიანის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სხვა კულტურის მახასიათებლების გაცნობა.

·         პროექტის ფარგლებში სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიის მოწყობა ქ. დმანისში , დმანისის N1 საჯარო სკოლასთან მოსწავლეების დამეგობრება, პროექტის აქტივობებისა და პორტალზე მუშაობის წესების გაცნობა , ქალაქისა და ძველი მუზეუმის დათვალიერება.

        პროექტის მნიშვნელობა: მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაიცნონ თუ  როგორ  განსხვავდებიან თავიანთი უძველესი  კულტურული მახასიათებლებით სხვადასხვა რასის საზოგადოება , ენა ,რელიგიური რწმენები, მუსიკა,  ტრადიციული ინსტრუმენტები  და როგორია მათი საზოგადოების მიღწევათა ერთობლიობა. კულტურა არის ის მნიშვნელოვანი ფენომენი , რომლის საშუალებით აღვიქვამთ გარემომცველ სამყაროს ,   კულტურული თავისებურებები განაპირობებს შეხედულებების ჩამოყალიბებას და  გავლენას  ახდენს ადამიანის ხედვაზე, შთაბეჭდილებებზე. ამიტომ , ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს როგორ აუცილებელია საკუთარი კულტურის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გაავლონ პარალელები უცხო ქვეყნის კულტურულ მახასიათებლებს შორის , აირიდონ თავიდან ზედაპირული სწავლა, შეიქმნან საფუძვლიანი წარმოდგენა სხვა კულტურის მიმართ,  რომ  სამყაროს სწორი  ხედვა ჩამოუყალიბდეთ.




შედეგი: კულტურული თვითმყოფადობის შეგრძნების განმტკიცება, სხვა კულტურის ხალხებზე დაკვირვება , კულტურული ნორმების, ფასეულობების ,მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება.

 

1.      2. „Playing with Food”-  ხელმძღვანელი ქვეყანა იტალია იხ. მასალები  




მიზანი:  საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის ათვისება სახალისო აქტივობებით

პროექტის ფასილიტატორის მიერ  დაიგეგმა თემის შესაბამისი აქტივობები, რომლის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებს განაწილებული ჰქონდა დავალება და საკუთარი წვლილი შექონდათ აქტივობის შესრულებაში. რომელი ქვეყნის პასიურობა გამოიწვევდა აქტივობის ჩავარდნას , ამიტომ  ყველა მონაწილეს გათავისებული ჰქონდა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, რის გამოც პროექტი წარმატებით განხორციელდა .

აქტივობები იყო სახალისო და საინტერესო ,პროექტის პარალელურად მიმდინარეობდა „ვებინარები“ ამათუ იმ ინსტრუმენტის გამოყენების თაობაზე, რომელსაც სასწავლო პროცესში ვნერგავდი ( მაგ: papermywall , worldcloud , voki…. ) პროცესი დატვირთული და ნაყოფიერი იყო.



    პროექტის ბოლოს შექმნილი რესურსები: მშობლიური ქვეყნის დროშის „პოსტერი“ შესაბამისი ფერის  ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით , ელ. რესურსები, პოსტერები , ლოგოები....




სარგებელი მოსწავლეებისთვის :  სხვადასხვა სახის ინფორმაციულ-კომუნიკაციური საგანმანათლებლო  ტექნოლოგიების  შესწავლა და გააზრებულად გამოყენება სასკოლო პრაქტიკაში

მასწავლებლისთვის : სასწავლო პროცესის წარმართვა სახალისოდ და მოსწავლეების სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შექმნა



      3.    Fairy Yoga” - ხელმძღვანელი ქვეყანა თურქეთი იხ.მასალები

 მიზანი : დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა/პოპულარიზაცია.

პროექტმა არაერთი ხარისხის ნიშანი მიიღო ,მათ შორის ევროპული ხარისხის ნიშანიც. საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.




         4.        Open Wings  to Universe” - იხ.მასალები






  პროექტის იდეა არის შეთავაზება ხელოვნების ,როგორც კვების წყარო მოსწავლეთა წარმოსახვისთვის, რომ ასოციაცია მოახერხონ სხვა სფეროში(მუსიკა, თეატრი, ფოტო,  პოეზია...) რომ მოსწავლემ იპოვოს საკუთარი გზა შემოქმედებითი სიმულირებისას. პროექტი მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებელ საწყისს/სტარტს და  შემდეგ თვითონ განვითარდებიან სხვადასხვა მიმართულებით, ეს მისცემს მათ „ფრთების გაშლის „ფანტაზიას შესაძლებლობას .

  სწავლების მიზანია დიფერენციაციათა მაკავშირებელი გზის პოვნა, განსხვავებული კულტურისა, მეწყვილეთა შემოქმედებითი აზროვნებისადმი  პატივისცემის უნარის ჩამოყალიბება ,შეისწავლონ მეტი ხელოვნებასა და მხატვრობაზე, გაიუმჯობესონ უცხო ენაზე ურთიერთობის უნარი, შეძლონ ინტერაქცია სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან, განუვითარდეთ ციფრული უნარები

შედეგები:  ხელით შექმნილი ნახატების გაზიარება, მუსიკის შექმნა და ადაპტაცია მათ მიერ შექმნილ ნახატთან ,ერთობლივი ანიმაციის, სლოგანის ან ლოგოს შექმნა... ურთიერთთანამშრომლობა.


1.      5.   “My  Friend birds” -იხ.მასალები

პროექტის იდეა:  ჩემი სკოლის  დაწყებითი კლასის მასწავლებელთან თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ შეესწავლათ ფრინველები და ცხოველეი, რომელთაც ყველა ქვეყანაში ლექსებს უძღვნიან, ქმნიან მოთხრობებს ბუნებასა და მის სილამაზეზე... მეტი გაეგოთ იმ ფრინველებზე, რომლებიც თავიანთ ქვეყანაშია გავრცელებული...

პროექტი მიმდინარეობისას  პროგრამულ მასალასთან ერთად ერთობლივად იგეგმებოდა შესასრულებელი დავალებები, პროექტს ფასილიტაცია გავუწიე  ინგლისურ  ენაზე გეგმის , ინსტრუქციებისა და პოსტების თარგმნის მიმართულებით ,უცხო ენასთან ინტეგრირებით  მოსწავლეებმა შექმნეს ფოტო კოლაჟი თავიანთ ქვეყანაში არსებული ფრინველების შესახებ ( გაზაფხული -ზაფხულის პერიოდში),რომლის მიხედვითაც შექმნეს საკუთარი მოკლე ისტორიები, ზღაპრები, გაახმოვანეს ფრინველების ხმით(შეძლებისდაგვარად)

პროექტის მიზანი:  სასწავლო პროცესის სახალისოდ წარმართვა, მოსწავლეებში მეტი ინტერესის აღძვრა, შექმნან აგრეთვე ხელნაკეთი  კოლაჟი მათ მიერ აღმოჩენილ ფრინველებზე...

სასწავლო დისციპლინები: ხელოვნება, უცხო ენა, „ისტ“, ბუნება.


6.        “Anything is Possible” - იხ. მასალები

პროექტის იდეა იყო სკოლებში სოლიდარობისა და მოხალისეობრივი საქმიანობის დანერგვა, ისეთი გარემოს შეიქმნა, რაც მოსწავლეებს მისცემს  კულტურული ჰორიზონტის, საზოგადოებაში ცხოვრების პერსპექტივების  გაფართოების შესაძლებლობას.

სასწავლო დისციპლინები: უცხოური ენები, ისტორია, “ისტ“ ტექნოლოგიები, მედია განათლება, სამოქალაქო განათლება, საზოგადოებრივი მეცნიერებები...

პროექტის მიმდინარეობისას შეიქმნა ჯგუფები, მოსწავლეთა კუთხე, შემუშავდა მოხალისეობრივი ინიციატივები, კომუნიკაციისა და სოციალური ჩართულობისთვის ფეისბუქზე შესაბამისი გვერდი გაიხსნა (Etwinning Sardoal-სახელით), სადაც განვიხილავდით შესასრულებელ დავალებებს, ვუზიარებდით  სასწავლო რესურსებს, იდეებს ,მოსწვლეებმა ჩაწერეს ვიდეოები,აზრები და შეხედულებები გადმოსცეს „პოსტერების“ სახით  სასწავლო სარესურსო სივრცეში “postermywall” და ატვირთეს “twinspace”-ში. პროექტში მონაწილეობდა 45 მოსწავლე, სამუშაო სივრცეში დარეგისტრირებულია 15 .

პროექტის  მიზანი : მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოებაში ,  თანადგომის  და ემპათიის უნარის განვითარების ხელშეწყობა . მოსწავლეებმა შეაგროვეს წიგნები(ზღაპრები, ლიტერატურა...)რომ გაეგზავნათ სოფლის  თანატოლებისთვის  საჩუქრად, აგრეთვე მაკულატურა სახელმძღვანელოებზე გადასაცვლელად. აქტივობების განხილვას ვადევნებდით თვალს ფორუმზე და „ დახურული გვერდით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს.

დასახული და მიღწეული შედეგები: ჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს ნებაყოფლობითი და სოლიდარობის ჩვევები, ჩაერთონ ადგილობრივ საქველმოქმედო მოხალისეობრივ აქტივობებში , გაუზიარონ ერთმანეთს ცხოვრებისეული გამოცდილება, შეიძინონ თანამემამულე პარტნიორები, მოსწავლეებმა შეძლეს უცხოურ ენაზე კომუნიკაცია, ენობრივად განვითარება, ახალი მეგობრები შეიძინეს, გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს, საჭიროების დროს დაუფიქრებლად ჩაერთნენ 13 ივნისის ღამის  წყალდიდობისას ზოოპარკის დასუფთავების აქციაში.

პროექტმა რამდენიმე  ხარისხის ნიშანთან ერთად მიიღო  ევროპული ხარისხის ნიშანიც. 



     პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის იყო უკრაინა, მელიტოპოლის სკოლის მასწავლებელი ,  ჩვენი ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაგრძელდა, ერთმანეთს ვუზიარებდით სასწავლო რესურსებს , ვადევნებდით თვალს ერთმანეთის  სასკოლო საქმიანობას. ბოლო დროს უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ჩემ მოსწავლეებთან ერთად  სოლიდარობა გამოვუცხადე „ითვინინგელ“ მეგობარს,  მის მოსწავლეებსა და ქვეყანას  ვუსურვებთ მშვიდობას. მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება .

მიზანი: ემპათიის გრძნობის გაღვივება, სოლიდარობის  მნიშვნელობის გათავისება , საკუთარი როლის გააზრება გლობალურ სამყაროში  

პროექტის ინიციატორთან მეგობრული თანამშრომლობითი ურთიერთობა მხოლოდ ამ პროექტით არ შემოფარგლულა, პროექტის ავტორი- Turqer Manger იყო თურქეთის განათლების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, დაინტერესებული იყო განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებით, ატარებდა კვლევას სასწავლო მეთოდების დანერგვასა და სწავლის პროცესის ხელშემწყობ საშუალებებზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი ჰქონდა ვიზიტი საქართველოში.

 მეგობრული თანამშრომლობითი ურთიერთობის განმტკიცების მიზნით თბილისის მე-16 სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი მიულოცეს თურქ თანატოლებს ,  მოამზადეს მისალოცი ბარათები ,  ქართული კულტურის მინიატურული სიმბოლოები , ( თუშური წინდები , ხევსურული ქუდი, დროშა... ) ბარათების თურქულ ენაზე გადასათარგმნად სადამრიგებლო კლასში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლე გამოვიყენე , რომელმაც ისევე კარგად იცოდა თურქული, როგორც მშობლიური აზერბაიჯანული . მართალია ამ მოსწავლეს უჭირდა ხოლმე გაკვეთილებზე  თუ არაფორმალურ გარემოში კლასელებთან  ურთიერთობისას აზრის ქართულ ენაზე გადმოცემა , რის პასიური გახდა . ამ  პროექტმა კი მისცა შესაძლებლობა გამოევლინა თავისი შესაძლებლობები და ცოდნა . ქართული ამანათი ფოსტით გავაგზავნეთ თურქეთში, საპასუხო ამანათი ჩამოგვივიდა მათგანაც. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის თვითშეფასება გაცილებით ამაღლდა , კმაყოფილი იყო პროექტში შეტანილი წვლილით . 





No comments:

Post a Comment