ხარისხის განვითარებისა
და მხარდაჭერის ჯგუფის წევრობა ( მდივანი)
2020-21 სასწავლო წელს სკოლაში ამოქმედდა მასწავლებელთა
შეფასებისა და ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სისტემა , რომლის მდივანი ვარ. ჩაინიშნა შეხვედრები კათედრებთან, კოლეგებს გავაცანი
ჯგუფის საქმიანობის მიზნები და ამოცანები , შევიმუშავეთ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში
სტატუსის შესაბამისად სავალდებულო მინიმალური რაოდენობის გაკვეთილების ჩატარების განრიგი
, პარალელურად ვიყავი უცხოური ენის კათედრის თავმჯდომარე, სასწავლო წლის დასაწყისში
ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობით
შევიმუშავე მასწავლებლის საქმიანობაზე (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესზე) დაკვირვების
განრიგი . წლის მანძილზე ინდივიდუალურად ვატარებდი მასწავლებლის საჭიროებისა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ შეხვედრებს , რაც აძლიერებს სკოლაში თანამშრომლობაზე
დაფუძნებულ სასკოლო კულტურას.
სკოლაში სისტემატიურად მიმდინარეობს
სტატუსით განსაზღვრული სავალდებულო გაკვეთილების
ჩატარება, გაკვეთილზე დაკვირვების საფუძველზე , აგრეთვე მასწავლის მიერ წარმოდგენილი
თვითშეფასებისა და გაკვეთილის რეფლექსიაზე დაყრდნობით განვიხილავთ
შედეგებს ჯგუფის თავმჯდომარესა და დირექტორთან ერთად და საქმიანობისას ეთიკური
ნორმების დაცვით მასწავლებელს ვაწვდით განმავითარებელ უკუკავშირს , რაც ეხმარება მას
სწორად წარმართოს შემდგომი საქმიანობა . მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისა და ხარისხის
განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მასწავლებლები დაესწრნენ
საჭიროების შესაბამის ტრენინგებს , მიღებულ
ცოდნასა და გამოცდილებას ნერგავენ პრაქტიკაში , ურთიერთანამშრომლობით სასწავლო პროცესი
უფრო მრავალფეროვანი და შედეგებზე ორიენტირებული გახდა.
No comments:
Post a Comment